Dimexid ZhFF for external use 50ml #1
Dimexid ZhFF for external use 50ml #1

Dimexid ZhFF for external use 50ml #1

უკრაინა

დკპ ფარმფაბრიკა
-10% Extra With VISA Card
About Product
შემადგენლობა: დიმეთილსულფოქსიდი-100მლ.

ჩვენებები: კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში: საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები: რევმატოიდული ართრიტი, ანკილოზირებადი სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება), დეფორმირებადი ოსტეოართროზი (პერიარტიკულური ქსოვილების დაზიანებასთან ერთად), რეაქტიული სინოვიტი, შეზღუდული სკლეროდერმია, კვანძოვანი ერითემა, დისკოიდური წითელი მჭამელი, ტერფების მიკოზი, კოელოიდური ნაწიბურები, თრომბოფლებიტი, ალოპეცია, ეგზემა, სტრეპტოდერმია, წითელი ქარი, დაჟეჟილობები, იოგების დაჭიმულობები, ტრავმული ინფილტრატები, ჩირქოვანი ჭრილობები, დამწვრობები, წელკავი, ტროფიკული წყლულები, აკნეები, ფურუნკულოზი; კანის პლასტიკურ ქირურგიაში-კანის ჰომოტრანსპლანტატების დაკონსერვება.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა, ღვიძლის და-ან თირკმელების მძიმე უკმარისობა, სტენოკარდია გამოხატული ათეროსკლეროზი, გლაუკომა, კატარაქტა, ინსულტი, კომა, მიოკარდიუმის ინფარქტი, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი. არ ინიშნება თორმეტ წლამდე ასაკის ბავშვებში.

გამოყენება და დოზები: გარეგანი, დატანით და მორწყვით (რეცხვით). საჭირო კონცენტრაციის ხსნარში ასველებენ დოლბანდის ხელსახოცებს და ადებენ დაზიანებულ ადგილებში 20-30 წუთი. ხელსახოცზე ადებენ პოლიეთილენის აფკს და ბამბის ან სელის ქსოვილს. მკურნალობის ხანგრძლივობაა 10-15 დღე.
წითელი ქარის და ტროფიკული წყლულების სამკურნალოდ-30-50%-იანი წყალხსნარი დღეში 3-ჯერ, თითო ჯერზე 50-100მლ.
ეგზემის, სტრეპოდერმიების დროს-40-90%-იანი წყალხსნარის კომპრესები.
ტკივილის დროს ადგილობრივი გაუტკივარებისათვის-25-50%-იანი წყალხსნარის კომპრესები დღეში 2-3-ჯერ, თითო ჯერზე 50-100მლ (დასამუშავებელი ფართობის მიხედვით).
სახის კანისთვის და სხვა ძალიან მგრძნობიარე ადგილებისთვის იყენებენ 10-20-30%-იან წყალხსნარს.
კანის პლასტიკურ ქირურგიაში კანის ჰომოტრანსპლანტატების შესანახ კონსერვანტად იყენებენ 5%-იან ხსნარს რინგერის ხსნარში.
ნაკლებად კონცენტრირებული ხსნარებით ატარებენ ჩირქოვან-ნეკროზული და ანთებითი კერების და ღრუების დამუშავებას.

შესაძლო გვერდითი მოქმედება: ალერგიული რეაქციები, კონტაქტური დერმატიტი, ერითემული გამონაყარი, კანის სიმშრალე, მსუბუქი წვა, დერმატიტი ქავილით. გვერდითი მოვლენებიდან ნებისმეირის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზის გადაჭარბება: სიმპტომები, დოზაზე დამოკიდებული გვერდითი მოვლენების გაძლიერება. მკურნალობა-სიმპტომური.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: ზრდის შეწოვას და აძლიერებს ეთანოლის, ინსულინის და სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედებას. თავსებადია ჰეპარინთან, ანტიბაქტერიულ სამკურნალო საშუალებებთან, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან. ზრდის მიკროორგანიზმების მგრძნობელობას ამინოგლიკოზიდის, ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების, ქლორამფენიკოლის, რიფამპიცინის. გრიზეოფულვინის მიმართ; აძლიერებს ორგანიზმის მგრძნობელობას საერთო გაუტკივარებისათვის განკუთვნილი წამლების მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები: ზოგიერთი პაციენტი შესუნთქულ ჰაერში გრძნობს ნივრის სუნს. გამოყენებამდე უნდა ჩატარდეს პრეპარატის ამტანობის სინჯი. ამისათვის საჭირო კონცენტრაციის დიმეთილსულფოქსიდი დააქვთ კანზე მასში ჩამბალი ბამბის ტამპონით: ჰიპერემიის და გამოხატული ქავილის გამოჩენა მიუთითებს მომატებულ მგრძნობელობაზე.
18C და ნაკლებ ტემპერატურაზე შენახვის დროს ხდება დიმეთილსულფოქსიდის კრისტალიზაცია, რაც არ მოქმედებს პრეპარატის ხარისხზე. კრისტალების გასადნობად ფრთხილად უნდა გაათბონ პრეპარატიანი ფლაკონი წყლის აბაზანაზე (წყლის ტემპერატურა არაუმეტეს 60C).

გამოშვების ფორმა: გარეგანი გამოყენების ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატი 99%. 100მლ ნარინჯისფერი მინის ფლაკონებში, ხრახნიანი ყელით, დახურული პოლიეთილენის საცობებით და დასახრახნი ხუფებით. თითოეული ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს შეკვრაში.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის წესი: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

წამლის ფორმა: გარეგანი გამოყენების ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატი.

აღწერილობა:უფერო გამჭვირვალე სითხე ან უფერო კრისტალები სუნის გარეშე ან სუსტი დამახასიათებელი სუნით. ჰიგროსკოპიული.

გაცემის წესი:  ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი
Show More
More Info
Brand
დკპ ფარმფაბრიკა
Country
უკრაინა
Generic
dimethylis sulfoxidum
Form
ხსნარი გარეგანი
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
50მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2025. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page