Artrocol amp 50mg/1ml 2ml #5
Artrocol amp 50mg/1ml 2ml #5

Artrocol amp 50mg/1ml 2ml #5

თურქეთი

ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
-10% Extra With VISA Card
About Product
შემადგენლობა
პრეპარატის ერთი ამპულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: კეტოპროფენი 100 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: არგინინი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ბენზილის სპირტი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან მარილმჟავა, საინექციო წყალი.

პრეპარატის ათქ კოდი: M01AE03

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
არაასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები. პროპიონის მჟავას წარმოებულები.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ართროკოლი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება, პროპიონის მჟავას წარმოებული. ახდენს ტკივილგამაყუჩებელ, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევ მოქმედებას. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ციკლოოქსიგენაზა-1 და ციკლოოქსიგენაზა-2-ის აქტივობის დათრგუნვასთან და პროსტაგლანდინების ბიოსინთეზის შემცირებასთან, რომლებიც მთავარ როლს თამაშობენ ანთების, ტკივილის და ცხელების პათოგენეზში.
კეტოპროფენის გამოხატული ანალგეზიური მოქმედება განპირობებულია ორი მექანიზმით: პერიფერიულით – პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვის გზით, და ცენტრალურით, რომელიც განპირობებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაში, ასევე მოქმედებით სხვა ნეიროტროპული სუბსტანციების ბიოლოგიურ აქტივობაზე, რომლებიც საკვანძო როლს თამაშობენ ზურგის ტვინში ტკივილის მედიატორების გამოთავისუფლებაში. ამის გარდა, კეტოპროფენს გააჩნია ანტიბრადიკინინური აქტივობა, ახდენს ლიზოსომური მემბრანების სტაბილიზაციას, იწვევს ნეიტროფილების აქტივობის მნიშვნელოვან შენელებას რევმატოიდული ართრიტით დაავადებულებში. თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას.გამოყენების ჩვენებები
ტკივილის თანხლებით მიმდინარე სხვადასხვა გენეზის ანთებითი პროცესების სიმპტომური თერაპია:
- რევმატოიდური ართრიტი;
- მაანკილოზებელი სპონდილიტი;
- ფსორიაზული ართრიტი;
- რეაქტიული ართრიტი;
- პოდაგრა, ფსევდოპოდაგრა;
- რევმატიზმი სახსრის დაზიანების გარეშე (ტენდინიტი, ბურსიტი, მხრის კაფსულიტი).
ტკივილის სინდრომი (მათ შორის, ოპერაციის შემდგომი და პოსტტრავმატული ტკივილები, ალგოდისმენორეა, ტკივილები სიმსივნური მეტასტაზების დროს).

მიღების წესი და დოზირება
ართროკოლი გამოიყენება კუნთებში შესაყვანად. შეყავთ პრეპარატის 2 მლ (100 მგ) 1-2 ჯერ დღე-ღამეში. მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 300 მგ-ს. გამოყენების ხანგრძლივობა შეადგენს რამოდენიმე დღეს.

უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა კეტოპროფენის, აცეტილსალიცილის მჟავას და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები გამწვავების ფაზაში;
- ღვიძლის და თირკმელების გამოხატული დარღვევები;
- მიდრეკილება სისხლდენისადმი;
- არაკომპენსირებული გულის უკმარისობა;
- ოპერაციისშემდგომი პერიოდი აორტოკორონარული შუნტირების შემდეგ;
- ანამნეზში მითითება ბრონქულ ასთმაზე, ჭინჭრის ციებასა და რინიტზე, რომლებიც გამოწვეულია აცეტილცალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებით;
- ორსულობის III ტრიმესტრი;
- ლაქტაცია;
- 15 წლამდე ბავშვთა ასაკი.

გვერდითი მოქმედება
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: შესაძლებელია ტკივილები კუჭის არეში, გულისრევა, ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი; იშვიათად – სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად – ასთენია, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
სხვა: იშვიათად – ტრანზიტორული დიზურია, გამონაყარი კანზე.გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს
პრეპარატის გამოყენება ორსულობის I და II ტრიმესტრებში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის შესაძლო რისკს. ართროკოლის გამოყენება ორსულობის III ტრიმესტრში და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია.
Show More
More Info
Brand
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
Country
თურქეთი
Generic
ketoprofen
Dose
50მგ/1მლ
Form
ხსნარი საინექციო
Packing
ამპულა
Quantity
5
Volume
2მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page