Aertal tab 100mg #60

Aertal tab 100mg #60

უნგრეთი

გედეონ რიხტერი
-10% Extra With VISA Card
About Product
შემადგენლობა: ყოველი ტაბლეტი შეიცავს: მოქმედი ნივთიერება: 100მგ აცეკლოფენაკს; დამხმარე ნივთიერებები: ბირთვი: გლიცეროლის დისტეარატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა. გარსი: სეპიფილმი 752, თეთრი (ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლის
სტეარატი, ტიპი I).

ჩვენება: ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტის, მაანკილოზებელი სპონდილოართრიტის და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის სხვა დაავადებების დროს, რომელსაც ახლავს ტკივილი (მაგ., მხარ-ბეჭის პერიართრიტი და რევმატიზმის სხვა არასახსროვანი გამოვლინებები); ტკივილის მოხსნისთვის (როგირცაა წელის, კბილის ტკივილი და პირველადი
დისმენორეა).

უკუჩვენება: პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ინგრიდიენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში. პაციენტები, რომლებშიც ამგვარი მოქმედების ნივთიერებებმა (მაგ. აცეტილსალიცილის მჟავა და სხვა ასაპ) გამოიწვია ასთმის, ბრონქოსპაზმის, მწვავე რინიტის ან ჭინჭრის ციების შეტევები ან თუ აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობა ამ ნივთიერებების მიმართ. პაციენტები, რომლებშიც აღინიშნებოდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა ან დაწყლულება ასაპ-ის გამო. პაციენტები ანამნეზში კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის მწვავე, მორეციდივე, შესაძლო წყლულით ან სისხლდენით (წყლულის ან სისხლდენის ორი და მეტი დამტკიცებული ეპიზოდი). პაციენტები მწვავე სისხლდენით ან სისხლდენით მიმდინარე დაავადებებით (ჰემოფილია და სისხლის შედედების დარღვევა); გულის მწვავე უკმარისობა ან თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები; ორსულობა, განსაკუთრებით ბოლო ტრიმესტრი, მიღების სერიოზული ჩვენების გარდა. ამ შემთხვევაში საჭიროა მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენება.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში: პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში იმ შემთხვევების გარდა, როდესაც პოტენციური სარგებელი დედისთვის აჭარბებს ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.

ფერტილობა: აერტალის ისევე როგორც ციკლოოქსიგენაზას-პროსტაგლანდინების სხვა ინჰიბიტორების გამოყენებამ შეიძლება დააქვეითოს ფერტილობა და რეკომენდებული არ არის ქალებში, რომლებიც ორსულობას გეგმავენ. ქალებში ჩასახვის პრობლემით ან რომლებიც გადიან ფერტილობის გამოკვლევებს პრეპარატი აერტალის მიღება უნდა შეწყდეს.

დოზირება და გამოყენების მეთოდი: არასასურველი მოვლენები შეიძლება იყოს მინიმალიზებული მკურნალობის ხანგრძლივობის შემცირებით, რომელიც აუცილებელია სიმპტომების კონტროლისთვის. აერტალის 100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები განკუთვნილია შიგნით მისაღებად. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მინიმუმ ნახევარ ჭიქა წყალთან ერთად. აერტალის 100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების მიღება შესაძლებელია კვების დროს. მოზრდილები: მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 200მგ-ს დღეში, 100მგ-ს ორ ცალკე მიღებად (ერთი ტაბლეტი დილით, მეორე-საღამოს). ბავშვები: პრეპარატის ბავშვებში გამოყენების შესახებ უსაფრთხოების და ეფექტურობის მონაცემები არ არსებობს. ხანდაზმულები: ჩვეულებრივ არ არსებობს დოზის შემცირების აუცილებლობა. ღვიძლის უკმარისობა: აცეკლოფენაკის დოზა უნდა შემცირდეს ღვიძლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დავადების მქონე პაციენტებში. რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 100მგ-ს დღეში. თირკმელების უკმარისობა: დოზის შემცირება აუცილებელი არ არის თირკმელების ფუნქციის მსუბუქი დარღვევის მქონე პაციენტებში, მაგრამ საჭიროა სიფრთხილე აერტალის 100მგ გარსიანი ტაბლეტების მიღებისას.

გვერდითი მოვლენები: თავბრუსხვევა, დისპეფსია, მუცლის ტკივილი, გულისრევა, დიარეა, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება. გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ვარგისობის ვადა:3 წელი. არ გამოიყენება პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.
Show More
More Info
Brand
გედეონ რიხტერი
Country
უნგრეთი
Generic
Aceclofenac
Dose
100მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
60
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page