ანტიჰელმინთოზური მიზნით: ასკარიდოზი, ანკილოსტომიდოზი. იმუნომოდულატორული მიზნით: ინფექციური დაავადებები, მორეციდივე მარტივი ჰერპესი, ჰერპეს ზოსტერი, მეჭეჭები, ბავშვებში - ზედა სასუნთქი გზების ხშირად მორეციდივე ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, მორეციდივე სინუსიტები, ქრ. აქტიური ჰეპატიტი, პერსისტიული ვირუსული ჰეპატიტი, რომლის დროსაც ავსტრალიური ანტიგენი RBTFp სისხლში 3 თვეზე მეტ ხანს რჩება. იმუნოდეფიციტური მდგომარეობები და აუტოიმუნური დაავადებები რევმატოიდული ართრიტი, კრონის დაავადება, მორეციდივე აფთოზური სტომატიტი, რეიტერის დაავადება, CWV-ს დროს სხვა საშუალებით მიღწეული რემისიის შენარჩუნება. ფილტვებში, მსხვილ ნაწლავში, სარძევე ჯირკვლებში ავთვისებიანი წარმონაქმნების ქირურგიული, სხივური და ქიმოთერაპიული მკურნალობის დროს. ლიმფოგრანულემატოზი და ლეიკოზები რემისიის პერიოდში ქიმიოთერაპის კურსებს შორის. დოზირების რეჟიმი
როგორც ანტიჰელმინთური საშუალება მოზრდილებში ინიშნება 15 მგ ერთჯერადი დოზით.