albendazol tablet 400mg #1
albendazol tablet 400mg #1

albendazol tablet 400mg #1

ბანგლადეში

დრაგ ინტერნაციონალი
About Product
საერთაშორისო დასახელება - ალბენდაზოლი / ALBENDAZOLE

ჩვენება : ალბენდაზოლი წარმოადგენს მოქმედების ფართო სპექტრის ჰელმინთების საწინააღმდეგო საშუალებას.
სამკურნალო ჩვენება

ალბენდაზოლი ნაჩვენებია ცალკე და შერეულ ინვაზიებში, როგორიც არის:
1. ნემატოდა (ანკილოსტომა, ნეკატორი)
2. მრგვალი ჭია (ასკარიდი)
3. ნაწლავის ჭია (ენტერობიუსი)
4. თავბეწვა
5. სტრონგილოიდი
6. სოლიტერი
7. ოპისტორქოზი
8. ექინოკოკოზი
9. ნეიროცისტიცერკოზი
10. სისტემური ნემატოდები
11. ლამბლიოზი
12. მიკროსპორიდიოზი

დოზა და მიღების წესი
მოზრდილებში ან 2 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში:
მიიღება 400მგ (1 ალბენდაზოლის ტაბლეტი) ერთჯერადი დოზა Enterobius vermicularis, trichuris trichiura, Ascaris lumbricoides, Ancylostoma duodenale და Necator -ის შემთხვევაში.
სტრონგილოიდიაზის ან ტენიოზის შემთხვევაში, 400 მგ (1 ალბენდაზოლის ტაბლეტი) ერთჯერადი დოზა მიიღება 3 დღე თანმიმდევრულად.
თუ პაციენტი არ განიკურნა სამი კვირის შემდეგ, მაშინ რეკომენდებულია მკურნალობის მეორე კურსის ჩატარება. ალბენდაზოლის ტაბლეტები უნდა დაიღეჭოს.

უკუჩვენება:
ალბენდაზოლი უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა ბენზიმიდაზოლის ან ალბენდაზოლის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
სპეციალური გაფრთხილება და გამოყენების სიფრთხილე
ალბენდაზოლმა ღვიძლის ფუნქციის დარღვევევის მქონე და არმქონე პაციენტებში გამოიწვია ძვლის ტვინის სუპრესია, აპლასტიური ანემია და აგრანულოციტოზი.
ღვიძლის დაავადების, მათ შორის ღვიძლის ექინოკოკოზის მქონე პაციენტები არიან ძვლის ტვინის სუპრესიის უფრო მაღალი რისკის ქვეშ, რაც ხელს უწყობს პანციტოპენიის, აპლასტიური ანემიის, აგრანულოციტოზის და ლეიკოპენიის განვითარებას და აუცილებეილა სისხლის კონტროლის ჩატარება. ყველა პაციენტმა უნდა შეწყვიტოს ალბენდაზოლის მიღება თუ აღინიშნება სისხლის უჯრედების კლინიკურად მნიშვნელოვანი კლება.
Show More
More Info
Brand
დრაგ ინტერნაციონალი
Country
ბანგლადეში
Generic
albendazole
Dose
400მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
1
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page