Velkar syrup 150ml #1
Velkar syrup 150ml #1

Velkar syrup 150ml #1

თურქეთი

ჰონორ ილაჩ სანი
About Product
ველქარი სიროფი 150მლ

შემადგენლობა: ველქარის სიროფი არის თხევადი საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს ასკორბინის მჟავას (ვიტ.C)-100მგ; აფრიკულ გერანიუმს (პელარგონიუმ სიდოიდის)-40მგ და დინდგელს (პროპოლისს)-135მგ.

ჩვენება: ვიტამინი C ხელს უწყობს ენერგიის ნორმალურ მეტაბოლიზმს; ვიტამინი C ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას; დინდგელს აქვს სწრაფი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ორგანიზმზე მოქმედებს როგორც მატონიზირებელი საშუალება; აფრიკული გერანიუმი როგორც დამხმარე საშუალება ეხმარება ორგანიზმს ვირუსული ინფექციიების დროს-როგორიც არის სურდო და გაციება-მათ წინააღმდეგ ძალების მობილიზებაში.
გამოყენების რეკომენდაცია: გაციების და გრიპის პროფილაქტიკა; სასუნთქი გზების გაურთულებელი ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების (სურდო, ყელის ანთება, ხველა, სისუსტე) დროს სიმპტომების შემსუბუქება.

რით არის განპირობებული უსაფრთხოება? ველქარი არის ბუნებრივ კომპონენტებზე დამზადებული, შაქრისა და საღებავების გარეშე.

უკუჩვენებები: პრეპარატში არსებული კომპონენტებისადმი მგრძნობელობა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: პრეპარატი კარგად გადაიტანება. მიუხედავად ამისა, ნებისმეირი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოყენების წესი და დოზირება: ველქარის სიროფი მიიღება 4 დან-10 წლამდე ასაკის ბავშვებში 5მლ 3-ჯერ დღეში. 11 წლის და ზემოთ მოზრდილებში-7.5მლ 3-ჯერ დღეში.
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის (II-III ტრიმესტრში).

გამოშვების ფორმა: 150მლ სიროფი.

შენახვის წესი: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე. გახსნის შემდგომ 90 დღე ინახება მაცივარში.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: ჰონორ ლტდ (Honor Ltd), თურქეთი.

ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში ელ კომპანი (El Company).
Show More
More Info
Brand
ჰონორ ილაჩ სანი
Country
თურქეთი
Generic
pelargoinium+vit C+propolis
Form
სიროფი
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
150მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page