ჩვენებები სასუნთქი გზების ხშირი და რეციდივული მწვავე ინფექციურ–ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკისთვის და ასევე ორგანიზმის იმუნიტეტის ამაღლებისთვის ძუძუთა და მცირე ასაკის ბავშვებში.
მიღების წესები და დოზები 6 წლამდე ასაკის ბავშვები: 1 ტაბლეტი 3–ჯერ დღეში. მიიღება ჭამამდე 30 წუთით ადრე ან საკვების მიღებიდან 30 წუთის შემდეგ (ტაბლეტი უნდა გაიწოვოს პირის ღრუში). ძუძუთა ბავშვების და 3 წლამდე ასაკის ბავშვების მკურნალობისას რეკომენდებულია ტაბლეტის გახსნა წყლის მცირე რაოდენობაში (1 ჩაის კოვზი). არ შეიძლება ორმაგი დოზის მიღება პრეპარატის მიღების დავიწყების შემთხვევაში. უკუჩვენება გამოვლენილი ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა) პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. შენახვის პირობები და ვადები ინახება 25რC ტემპერატურამდე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა: 5 წელი. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღი მითითებულია შეფუთვასა და ფლაკონზე. ამ თარიღის გასვლის შემდეგ პრეპარატს ნუ გამოიყენებთ.