Tea salvia #20

Tea salvia #20

საქართველო

ბადი
About Product
დასახელება - Folia Salviae - სალბის ჩაი 20 პაკეტი

სალბი მდიდარია ეთერზეთებით, ფიტონციდებით, მთრიმლავი და ფისოვანი ნივთიერებებით, რომლებსაც ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერიის საწინააღმდეგო აქტიური მოქმედება ახასიათებს.

სალბის ფოთლები გამოირჩევა მადეზინფიცირებელი, ანთების საწინააღმდეგო, შემომგარსველი და დამარბილებელი მოქმედებით. გარდა ამისა, სისხლდენისა და ოფლის გამოყოფის შემაფერხებელი ეფექტი აქვს.

სალბის ფოთლების ნაყენი სავლებად გამოიყენება სტომატიტის (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების), ზემოთა სასუნთქი გზების კატარის (ანთების), ხახის ანთების (ანგინის) დროს. გინე-კოლოგიური დაავადებებისას მას შესასხურებლად უნიშნავენ. ნაყენი სასარგებლოა ქალებისთვის კლიმა-ქსურ პერიოდში, მეძუძურ დედებში კი ის ლაქტაციას (რძის გამოყოფას) ამცირებს.

სალბის ნაყენს შესა-ნიშნავი ეფექტი აქვს გასტრიტის (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთების), კოლიტის (მსხვილი ნაწლავის ანთების), წყლულოვანი პათოლოგიის, მეტეორიზმის (აირების დაგროვების გამო მუცლის შებერვის), ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ანთების მკურნალობისას. აიღეთ 2 სადილის კოვზი დაქუცმაცებული სალბი, დაასხით 400 მლ მდუღარე წყალი, 4-6 საათს გააჩერეთ, გადაწურეთ და ყოველ 3-4 საათში 20-30 მლ მიირთვით. სასუნთქი გზების ანთებისას სალბის ეთერზეთებით ინჰალაციაა რეკომენდებული, ამისათვის 1-2 გრამი ეთერზეთი მდუღარე წყალში უნდა ჩააწვეთოთ და ორთქლი ინტენსიურად შეისუნთქოთ. სამკურნალოდ გამოიყენება როგორც ნაყენი, ისე ნახარში და ფხვნილი. სალბი ეფექტურია გარეგანი გამოყენებისთვისაც, რასაც სიმსივნეების დროს მიმართავენ.

სამკურნალო დანიშნულება აქვს სალბის ღვინოს: 80 გრამ სალბის ფოთოლს დაასხით 1 ლიტრი ღვინო, 8 დღეს გააჩერეთ და ჭამის შემდეგ 20-30 მლ მიირთვით.
Show More
More Info
Brand
ბადი
Country
საქართველო
Generic
salvia
Form
მცენარეული ნედლეული
Packing
პაკეტი
Quantity
20
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page