Folia Urtica 50gr

Folia Urtica 50gr

საქართველო

იმედი
About Product
ჭინჭრის ფოთოლი

შემადგენლობა: ჭინჭრის ფოთოლი შეიცავს ვიტამინ K, B, C-ს, ქლოროფილს, კაროტინოიდებს, ფლავონოიდებს, რკინის, სილიციუმის მარილებს და სხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის ჰემოსტაზური საშუალება.

ჩვენებები: სისხლდენების, ანემიების დროს. ნაღვლის ბუშტის ანთების, სახსრების ტკივილის დროს, თმის ცვენის და ქერტლის საწინააღმდეგოდ.

დოზირება და მიღების წესი: 1 სუფრის კოვზ ნედლეულს უნდა დაესხას 2 ჭიქა ცხელი წყალი, იდუღოს 3-5 წუთი. მიიღება 100-100 გ 3-ჯერ დღეში. თმის ცვენის დროს უნდა განზავდეს ანადუღარი წყლით 0.5 ლიტრამდე და მოხდეს მისი გადავლება..

გვერდითი მოვლენები: შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა მცენარის მიმართ, ჰიპერკოაგულაცია.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: დასაშვებია გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად კომპლექსურ თერაპიაში.

ორსულობა და ლაქტაცია: გამოიყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: არ ახდენს ზეგავლენას.

ჭარბი დოზა: ჭარბი დოზირების შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერკოაგულაცია.

გარეგნული სახე და შეფუთვა: 40 გ მცენარეული ნედლეული მოთავსებულია პოლიეთილენის პარკში და მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: შპს ,,ფარკონი”. საქართველო.
Show More
More Info
Brand
იმედი
Country
საქართველო
Generic
urtica
Form
მცენარეული ნედლეული
Quantity
1
Volume
50გრ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page