Folia Sennae 50gr

Folia Sennae 50gr

საქართველო

იმედი
About Product
სინამაქის ფოთოლი

შემადგენლობა: სინამაქის ფოთლები შეიცავს ანტრაგლიკოზიდებს, ფლავონოიდებს, ფისოვან ნივთიერებებს და სხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის საფაღარათო საშუალება.

ჩვენებები: გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება ქრონიკული შეკრულობის დროს, სპასტიური კოლიტის სამკურნალოდ.

დოზირება და მიღების წესი: 1 სუფრის კოვზ ნედლეულს უნდა დაესხას 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაეხუროს თავსახური და გაცხელდეს მდუღარე წყლის აბაზანაზე 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ უნდა გაცივდეს ოთახის ტემპერატურაზე, გაიფილტროს და დარჩენილი მასა გაიწუროს. მიღებულ ნაყენს უნდა დაემატოს ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. მიიღება 1 ჭიქა ძილის წინ.

გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები. მითითებული დოზის მიღებისას გვერდითი რეაქციები არ შეინიშნება.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა მცენარეული საშუალების მიმართ, ორსულობა.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: დასაშვებია გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად კომპლექსურ თერაპიაში.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები: ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს მიჩვევა, ამიტომ რეკომენდებულია მისი პერიოდული ჩანაცლება სხვა საფაღარათო საშუალებით.

ორსულობა და ლაქტაცია: უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. არ გამოიყენება ძუძუთი კვების პერიოდში.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: არ ახდენს ზეგავლენას.

ჭარბი დოზირება: ჭარბი დოზირებისას ვითარდება ფაღარათი, წყალ-მარილოვანი ცვლის დარღვევა. მკურნალობა სიმპტომურია.

გარეგნული სახე და შეფუთვა: 50 გ მცენარეული ნედლეული მოთავსებულია პოლიეთილენის პარკში და მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: შპს ,,ფარკონი”. საქართველო.
Show More
More Info
Brand
იმედი
Country
საქართველო
Generic
sennae
Form
მცენარეული ნედლეული
Quantity
1
Volume
50გრ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page