Vagiflor supp vagin #10

Vagiflor supp vagin #10

იტალია

ფულტონ მედიცინალი
About Product
შემადგენლობა
1 სუპოზიტორია შეიცავს:
მეტრონიდაზოლი-- 500 მგ
მიკონაზოლის ნიტრატი--100 მგ
Lactobacillus acidophilus -- 50 მგ
მყარი ცხიმები ---1350 მგ

ჩვენებები: ვაგიფლორი წარმოადგენს ფართო სპექტრის ანტიმიკოზურ საშუალებას, რომელიც აქტიურია თრიცჰომონას სპპ. მიმართაც. ვაგიფლორი გამოიყენება კანდიდოზური ვაგინიტის, შერეული, გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკრობებით გამოწვეული, ვაგინალური ინფექციების სამკურნალოდ. Lactobacillus spp. იწვევს საშოს ფიზიოლოგიური წონასწორობის აღდგენას.

დოზირება და გამოყენების წესი
1 ვაგინალური სუპოზიტორია დღეში, უმჯობესია ღამე, ორი კვირის განმავლობაში.
• არ გამოიყენოთ ორალურად. მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა მეტრონიდაზოლის, მიკონაზოლის ნიტრატისა და ლაქტობაქტერიების ან სუპოზიტორიის შემადგენელი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.

გვერდითი მოვლენები
- იშვიათად, ვაგინალური სუპოზიტორიის შეყვანისთანავე, პაციენტები ადგილობრივად აღნიშნავენ მსუბუქ წვას ან გაღიზიანებას.
- იშვიათად გამოვლენილ იქნა მომატებული მგრძნობელობის რეაქციები.
- მიმართეთ ექიმს, თუ ოდესმე აღგენიშნებოდათ გვერდითი ეფექტები მედიკამენტის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

სიფრთხილის ზომები და განსაკუთრებული მითითებები
- მეტრონიდაზოლის ორალური მიღების პარალელურად ალკოჰოლის გამოყენებისას აღინიშნა დისულფირამის მსგავსი რეაქციები, ამიტომ პაციენტმა არ უნდა მიიღოს ალკოჰოლი მეტრონიდაზოლით მკურნალობის პერიოდში.
- მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეზღუდულია რეზისტენტული მიკროორგანიზმების გამრავლებისა და აღნიშნული მიკრობებით სუპერინფექციის განვითარების საფრთხის არსებობის გამო.

ყურადღებით
- დასაშვებია მკურნალობის გაგრძელება მენსტრუაციის პერიოდშიც.
- არ ჩაიტაროთ ვაგინალური გამორეცხვა ექიმის მითითების გარეშე. ამ გზით შესაძლოა დაირღვეს ვაგინალური ბაქტერიების ბალანსი.
- კარგად შეიშრეთ საშოს მიდამო შხაპის, ბანაობის ან ცურვის შემდეგ. შეძლებისამებრ სწრაფად გამოიცვალეთ საცურაო კოსტუმი ან სველი სავარჯიშო ტანსაცმელი. სიმშრალე ხელს უშლის სოკოების გამრავლებას.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
- მეტრონიდაზოლი იწვევს ვარფარინისა და კუმარინის ტიპის სხვა ანტიკოაგულანტების ეფექტების გაძლიერებას, ვინაიდან ახანგრძლივებს პროთრომბინის დროს.
- პაციენტები, რომლებიც შედარებით მაღალი დოზით იღებენ ლითიუმს, მეტრონიდაზოლთან ერთდროული მიღება განაპირობებს ლითიუმის შრატისმიერი კონცენტრაციის ზრდას და ზოგჯერ, ლითიუმით ინტოქსიკაციის ნიშნების გამოვლენას.
- მეტრონიდაზოლი ზრდის ფენიტოინის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში და იწვევს ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმის პროცესების დათრგუნვას.
- მიკონაზოლმა შესაძლოა გამოიწვიოს ორალური ანტიკოაგულანტების ეფექტის გაძლიერება (კუმარინი და ვარფარინი).
- ვაგიფლორით მკურნალობის დროს, უმჯობესია სხვა ვაგინალური საშუალებების ერთდროული გამოყენებისგან თავის შეკავება, ვინაიდან შეუძლებელია მედიკამენტოზური ურთიერთქმედების გამორიცხვა.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
- ორსულებში გამოყენების აუცილებლობა მკაცრად უნდა იქნას შეფასებული.
- ვაგიფლორი ინიშნება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე გავლენა
ვაგიფლორი არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

დოზის გადაჭარბება
არ არსებობს მონაცემები ადამიანებში მიკონაზოლის ნიტრატის, მეტრონიდაზოლისა და ლაქტობაქტერიების დოზის გადაჭარბების შესახებ.

ვარგისობის ვადა
36 თვე წარმოების თარიღიდან.

შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25˚ჩ ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა
5 სუპოზიტორია სტრიპში, 2 სტრიპი კოლოფში.

შეინახეთ მედიკამენტები ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს.

გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.
Show More
More Info
Brand
ფულტონ მედიცინალი
Country
იტალია
Generic
lactobacillus+metronidazole+miconazole
Form
სანთელი ვაგინალური
Quantity
10
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page