Tergynan tab vagin #10

Tergynan tab vagin #10

საფრანგეთი

ბუშარა რეკორდატი
About Product
საერთაშორისო დასახელება - comb. drug
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მეანობა, გინეკოლოგია → პროტოზოას, მიკრობების და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის
შემადგენლობა
ვაგინალური ტაბლეტები
ერთი ტაბლეტი (1.2გ) შეიცავს:
აქტიური სუბსტანცია:
ტერნიდაზოლი 0.2გ
ნეომიცინის სუფატი 0.1გ ან 65 000 ერთ.
ნისტატინი 100 000 ერთ.
პრედნიზოლონი ნატრიუმის მეტასულფობენზოატის ფორმით 0.003გ

ექსციპიენტები კაფსულების შემადგენლობაში:
სახამებელი, ლაქტოზა, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, პოვიდონი, არომატიზატორი.

ჩვენებები
- ვაგინიტების მკურნალობა, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, მათ შორის:
- ბაქტერიული ვაგინოზი;
- ბაქტერიული ვაგინიტი გამოწვეული ბანალური პიოგენური ფლორით;
- ვაგინალური ტრიხომონიაზი;
- ვაგინიტი გამოწვეული Candida-ს ჯგუფის სოკოების მიერ;
- ვაგინიტების პროფილაქტიკა
- გინეკოლოგიური ოპერაციების წინა პერიოდი ;
- მშობიარობის და აბორტის წინა პერიოდი ;
- ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების ჩაყენების წინა და შემდგომი პერიოდი ;
- საშვილოსნოს ყელის დიათერმოკოაგულაციის წინა და შემდგომი პერიოდი ;
- ჰისტეროგრაფიის წინ.

მიღების წესები და დოზები
ერთი ტაბლეტი შეჰყავთ საშოში დაწოლილ მდგომარეობაში ძილის წინ. საშუალო ხანგრძლივობა თერაპიის კურსის - 10დღე, დადასტურებული მიკოზის შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება გახანგრძლივდეს 20 დღე. არ შეწყვიტოთ მკურნალობა მენსტრუატიის დროს.
საშოში პრეპარატის შეყვანამდე ტაბლეტი დაასველეთ წყლით 20-30 წამის განმავლობაში. შეყვანის შემდეგ აუცილებელია 10-15 წთ დაწოლილ მდგომარეობაში ყოფნა.

გვერდითი მოვლენები
ადგილობრივი რეაქციები: იშვიათად წვის შეგრძნება, ადგილობრივი გაღიზიანება (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში).
ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპერატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
ჩვენების მიხედვით შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები
ვაგინიტების, ტრიხომონიაზის მკურნალობის დროს რეკომენდებულია სექსუალუჟრი პარტნიორების მკურნალობა.

ჭარბი დოზირება
სისტემურ მიმოქცევაში დაბალი ადსორბციის უნარის გამო დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ტერჟინანის სხვა პრეპარატებთან არა რის გამოვლენილი.
Show More
More Info
Brand
ბუშარა რეკორდატი
Country
საფრანგეთი
Generic
ternidazol+neomycin+niststin+prednisolon
Form
ტაბლეტი ვაგინალური
Quantity
10
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page