Rigevidon tab 0.03mg+0.15mg #28

Rigevidon tab 0.03mg+0.15mg #28

ურუგვაი

გედეონ რიხტერი
-10% Extra With VISA Card
About Product
რიგევიდონი

შემადგენლობა
თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტები: ლევონორგესტრელი 0,15 მგ, ეთინილესტრადიოლი 0,03 მგ.
დამხმარე ნივთიერებები:
ტაბლეტის ბირთვი: კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი.
გარსი: ნატრიუმის კარმელოზა, პოვიდონი K-30, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი უწყლო, მაკროგოლი 6000, კოპოვიდონი, ტიტანის დიოქსიდი (E171), კალციუმის კარბონატი, ტალკი, საქაროზა.

გამოყენების ჩვენებები
პერორალური კონტრაცეფცია.
რიგევიდონის დანიშვნამდე გულდასმით უნდა შეფასდეს ქალის ინდივიდუალური რისკ-ფაქტორები, განსაკუთრებით ვენური თრომბოემბოლიის მიმართ, აგრეთვე უნდა მოხდეს რიგევიდონის მიღებისას ვენური თრომბოემბოლიის რისკის შედარება სხვა კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას არსებულ ვენური თრომბოემბოლიის რისკთან .

როგორ მიიღება რიგევიდონი:
ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს პერორალურად, ბლისტერზე მითითებული თანმიმდევრობით, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს ყოველდღე, საჭიროების შემთხვევაში, მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად.
მიიღება 1 ტაბლეტი დღეში ზედიზედ 21 დღის განმავლობაში. შემდეგი შეფუთვიდან ტაბლეტების მიღება იწყება 7 დღიანი შესვენების შემდეგ, რომლის დროსაც ჩვეულებრივ ვითარდება „მოხსნის“ სისხლდენა (მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა). როგორც წესი, ის იწყება ბოლო ტაბლეტის მიღებიდან 2-3 დღის შემდეგ და შეიძლება არ დასრულდეს მანამ, სანამ არ დაიწყებთ ტაბლეტების მიღებას ახალი ბლისტერიდან.

შენახვის პირობები:
ინახება +25 C-მდე ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
Brand
გედეონ რიხტერი
Country
ურუგვაი
Generic
ethinylestradiol+levonorgestrel
Dose
0.03მგ+0.15მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
28
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2025. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page