Mirolut tab 200mkg #4

Mirolut tab 200mkg #4

Russia

ობნინსკის ქფ ქარხანა
-10% Extra With VISA Card
About Product
საერთაშორისო დასახელება - Misoprostolum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მიომეტრიუმის ტონუსსა და შეკუმშვის უნარზე მოქმედი საშუალებები
მოქმედი ნივთიერება: მიროლუტი ან მიზოპროსტოლი-გპმც (შეიცავს 0,2 მგ მიზოპროსტოლს 100% ნივთიერებაზე გადაანგარიშებით, ჰიპრომელოზას) – 20 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: პროსოლვი (მიკროკრისტალური ცელულოზა და კრემნიუმის დიოქსიდი კოლოიდური) – 166 მგ, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსასხამებელი – 12 მგ, მაგნიუმის სტეარატი – 2 მგ.
აღწერა: თეთრი, ან თეთრი მოყვითალო ელფერით, ან ნაცრისფერი ელფერით ტაბლეტები, ბრტყელცილინდრული ფორმის, გამყოფი ღარით და წაკვეთილი ბოლოებით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სამშობიარო მოქმედების სტიმულატორი –პროსტაგლანდინ E1-ის სინთეზური ანალოგი.

მიღების ჩვენებები
ადრეულ ვადაზე ორსულობის შეწვეტა (ამენორეის 42 დღემდე) მიფეპრისტონთან ერთად.

მიღების წესი და დოზები
მიზოპროსტოლი მიფეპრისტონთან ერთად გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ ექიმ მეანგინეკოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ და მხოლოდ სპეციალიზირებულ სამკურნალო დაწესებულებებში, რომლებსაც აქვთ ექსტრენული ქირურგიული გინეკოლოგიური და ჰემოტრანსფუზიული დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა. პრეპარატის გამოყენება მოითხოვს რეზუს-კონფლიქტის და სხვა ზოგადი ღონისძიებების თავიდან აცილებას, რომლებიც თან ახლავს აბორტს. გამოიყენება შიგნით მისაღებად, 600 მგ (3 ტაბლეტი) მიფეპრისტონის მიღებიდან 36-48 საათის შემდეგ ინიშნება 400 მკგ (2 ტაბლეტი) მიროლუტი.

გვერდითი მოვლენები
ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი, დიარეა, მოთენთილობა, ჰიპერემია, სხეულის ტემპერატურის მომატება, ალერგიული რეაქციები (კანის გამონაყარი, ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება).
გამოყენების უკუჩვენებები: გლაუკომა, ბრონქული ასთმა, არტერიული ჰიპერტენზია; ენდოკრინოპათიები და ენდოკრინული სისტემის დაავადებები, მათ შორის შაქრიანი დიაბეტი, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა; ჰორმონდამოკიდებული სიმსივნეები; ანემია; ლაქტაციის პერიოდი; 15 წლამდე ბავშვთა ასაკი; საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივების გამოყენება (გამოყენებამდე აუცილებელია საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივის მოცილება); ეჭვი საშვილოსნოს გარე ორსულობაზე.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობის პერიოდში მიზოპროსტოლი შეიძლება გამოყენებული იქნას მხოლოდ მისი შეწყვეტის მიზნით. მიზოპროსტოლი არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ არ არის დამტკიცებული საშვილოსნოსშიდა ორსულობა, ან ქალი არ არის დარწმუნებული ორსულობის შეწყვეტის სურვილში. აუცილებელია პაციენტის ინფორმირება მიზოპროსტოლის პოტენციური საშიშროების შესახებ (ტერატოგენული მოქმედება). მედიკამენტური აბორტის ჩატარების შემდეგ (მიფეპრისტონის მიღების მომენტიდან), ძუძუთი კვება 7 დღით უნდა შეწყდეს.
Show More
More Info
Brand
ობნინსკის ქფ ქარხანა
Country
Russia
Generic
misioprostol
Dose
200მკგ
Form
ტაბლეტი
Quantity
4
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page