საერთაშორისო დასახელება - Agnus castus+Caulophyllum thalictroides* წამლის ფორმა: ჰომეოპათიური ტაბლეტები შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს : Agnus castus (ადამის ხე ან ხეპილპილა) D1 162მგ Caulophyllum thalictroides (კაულოფილიუმი ) D4 81მგ Cyclamen ( ყოჩივარდა ) D4 81მგ Ignatia ( ქუჩულა ) D6 81მგ Iris ( ზამბახი ) D2 162მგ Lilium tigrinum (შროშანი) D3 81მგ სხვა ინგრედიენტები : ლაქტოზის მონოჰიდრატი , სახამებელი , მაგნიუმის სტეარატი აღწერილობა : მრგვალი , ბრტყელცილინდრული ფორმის , ჩალისფერი ტაბლეტები , შესაძლებელია ღია - ყავისფერი ჩაწინწკვლა .
ჩვენებები : სიმპტომატური საშუალება კომპლექსურ თერაპიაში : პრემენსტრუალური სინდრომი ( მასტოდინია, დაჭიმულობის შეგრძნება სარძევე ჯირკვლების არეში, შეშუპება, თავის ტკივილი/ შაკიკი, ფსიქიური ლაბილობა,) ფიბროზულ- კისტოზური მასტოპათია. მენსტრუალური ციკლის დარღვევა და/ ან უნაყოფობა, გამოწვეული ყვითელი სხეულების უკმარისობით.
დოზირების რეჟიმი: მიიღება თითო ტაბლეტი 2- ჯერ დღეში ( დილით და საღამოს) მცირე ოდენობით წყლის დაყოლებით. მასტოდინონი მიიღება არანაკლებ 3 თვის განმავლობაში, მათ შორის მენსტრუაციის პერიოდშიც. მკურნალობის ეფექტი ჩვეულებრივ ვლინდება 6 კვირის განმავლობაში. თუ მკურნალობის დამთავრების შემდეგ გამოვლინდა ჩივილები, საჭიროა განაგრძოთ მკურნალობა და მიმართოთ ექიმს. პრეპარატი კარგი ამტანობის გამო გამოიყენება ხანგრძლივი თერაპიისათვის
გვერდითი მოვლენები: შესაძლოა ალერგიული რეაქციები. იშვიათ შემთხვევაში, აღინიშნება ტკივილი კუჭის არეში , ღებინება, გულისრევა, სხეულის მასის უმნიშვნელო მატება, ეგზანთემა, აკნე და თავის ტკივილი. " Agnus castus"- ის შემცველი პრეპარატის მიღებისას, შესაძლებელია იშვიათ შემთხვევებში, დროებითი ფსიქომოტორული აღზგნება, გონების დაბინდვა და ჰალუცინაცია. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: შესაძლებელია პრეპარატის მოქმედების შესუსტება დოფამინის ანტაგონისტებთან კომბინირებული გამოყენების დროს .
განსაკუთრებული მითითებები : თამბაქოს მოწევა და ალკოჰოლის გამოყენება უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ჰომეოპათიურ სამკურნალო საშუალებების მოქმედების ეფექტურობაზე . მასტოდინონის ტაბლეტები არ გამოიყენება მკერდის ავთვისებიანი დაავადების მკურნალობისათვის . ხანგრძლივი გაურკვეველი და განმეორებითი ჩივილების დროს საჭიროა მიმართოთ ექიმს , რადგან შესაძლებელია საქმე გვქონდეს ისეთ დაავადებებთან , რომლებიც საჭიროებენ ექიმის აუცილებელ მეთვალყურეობას . ჰომეოპათიური პრეპარატებით მკურნალობა არ გამორიცხავს სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას .