Macmiror supp 500mg #8

Macmiror supp 500mg #8

იტალია

დოპელ ფარმაცეუტიჩი
About Product
საერთაშორისო დასახელება - nifuratel, nystatine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები → სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისათვის → სხვა სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები

შემადგენლობა
კრემის 100 გ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ნიფურატელი 10 გ + ნისტატინი 4000000 ერთეული; არააქტიური ნივთიერებები: ქსალიფინი 15, მეთილ-ჰიდროქსიბენზოატი, პროპილ- ჰიდროქსიბენზოატი, გლიცერინი, 70% სორბიტოლის ხსნარი, პროპილენგლიკოლი, კარბომერი, ტრიეტაკოლამინი 30%, 100გ-მდე გასუფთავებული წყალი (57. 15 გ)
თითოეული სუპოზიტორი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ნიფურატელი 500 მგ + ნისტატინი 200000 ერთეული; არააქტიური ნივთიერება: დიმეთილპოლისილოქსანი AK 1000 კაფსულის შემადგენლობა: ჟელატინი, გლიცერინი, ეთილ-4-ჰიდროქსიბენზოატის ნატრიუმი, პროპილ-4-ჰიდროქსიბენზოატის ნატრიუმი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი.
აღწერა:
ვაგინალური კრემი – ყვითელი ფერის თხევადი, ჰომოგენური კრემი; ვაგინალური სანთლები – რბილი ჟელატინის სანთლები, კვერცხისებური ფორმის, ყვითელი ფერის მოყავისფრო ელფერით, რომლების შეიცავენ ყვითელ სუსპენზიას.

ჩვენებები
ვულვო-ვაგინალური ინფექციების კომპლექსური თერაპია, რომელიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე გამომწვევებით: ბაქტერიებით, ტრიქომონადებით, სოკოთი, ქლამიდიებით და Candida.

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი გამოიყენება ადგილობრივად გინეკოლოგიური ან ვენერიული დაავადებებისას.

ვაგინალური სანთლები:
1 ვაგინალური სანთელი შეიყვანება ყოველ საღამოს ძილის წინ 8 დღის განმავლობაში, ან ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.
აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება განმეორდეს მენსტრუაციის შემდეგ.
მაქსიმალური თერაპეტიული ეფექტის მისაღწევად შეიყვანეთ სანთლები საშოს ზედა ნაწილში.

ვაგინალური კრემი:
2,5 გ კრემი დღეში ერთხელ ან ორჯერ, საღამოს ან დილით, ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად 8 დღის განმავლობაში. კრემის აუცილებელი დოზა უნდა იქნას შეყვანილი გრადუირებული აპლიკატორის მეშვეობით.

გრადუირებული აპლიკატორის გამოყენების ინსტრუქცია:
აპლიკატორი უნდა დამაგრდეს კრემის ტუბიკზე. უნდა შეივსოს კრემის საჭირო რაოდენობით (შკალის მიხედვით, რომელიც მიგვითითებს რაოდენობაზე გრამებში). შემდეგ უნდა განცალკევდეს ტუბიკისგან და აპლიკატორი უნდა იქნას შეყვანილი საშოში და იქ უნდა დაიცალოს. სპეციალური მოწყობილება საშუალებას იძლევა შევიყვანოთ კრემი ისე, რომ არ დავაზიანოთ საქალწულე აპკი. ამისთვის აუცილებელია აპლიკატორის ღერძიდან მოიხსნას ნემსის ძირი და დამაგრდეს შპრიცის თავზე საპირისპირო მხარეს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს კრემის საშოში შეყვანა.

გვერდითი მოვლენები
იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყარის და ქავილის სახით.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა ერთ-ერთი აქტიური ინგრედიენტის ან რომელიმე შემავსებლის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
შესაძლებელია გამოყენება ორსულობისას და ლაქტაციისას ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

განსაკუთრებული მითითებები
აუცილებელია პარტნიორების ერთდროული მკურნალობა,რადგან არსებობს ხელახალი დაავადების საშიშროება.მკურნალობის პერიოდში თავი უნდა აარიდოთ სქესობრივ კონტაქტს.
Show More
More Info
Brand
დოპელ ფარმაცეუტიჩი
Country
იტალია
Generic
nifuratel+nystatin
Dose
500მგ+200000სე
Form
კაფსულა ვაგინალური
Quantity
8
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page