Logusgyn Lavanda Vaginale #5
Logusgyn Lavanda Vaginale #5

Logusgyn Lavanda Vaginale #5

სან-მარინო

ლოგუს ფარმა
About Product
ლოგუსგინ ლავანდა ხსნარი ვაგინალური

შემადგენლობა:
ImmunoBlend არის ტინდალუზებული რძემჟავა ბაქტერიების (Lactobacillus casei, Lactobacillus acidophilus, Lactobacillus plantarum, Streptococcus thermophilus), რძემჟავას, პროპილენგლიკოლის, ნატრიუმის კოკოამფოაცეტატის, ქლორჰექსიდინის დიგლუკონატის, პენოქსითანოლის, a-ბისაბოლოლის, წყლის და პარფიუმის ნაზავი.

LOGUSGYN ვაგინალური დუში არის სამედიცინო საშუალება, რომელიც წარმოადგენს არასტერიულურ, ერთჯერადი გამოყენების ინტიმური ჰიგიენის ხსნარს, იგი არის დამხმარე საშუალება ნებისმიერი წარმოშობის ვულოვო-ვაგინიტთან დაკავშირებული სიმპტომების სამკურნალოდ, მათ შორის HPV (ადამიანის პაპილომა ვირუსი). ვულვო-ვაგინიტთან დაკავშირებული სიმპტომებია წვა, ტკივილი, ქავილი, საშოს სიმშრალე, დისპარეუნია და დიზურია, ლეიკორეა, ვუვის ერითემა და ვულვის შეშუპება. მისი ფორმულის წყალობით, მას აქვს დამცავი ეფექტი საშოს ლორწოვანაზე, ქმნის არახელსაყრელ გარემოს პათოგენური მიკროორგანიზმების გამრავლებისთვის, ამავდროულად უზრუნველყოფს დამამშვიდებელ, ქავილის საწინააღმდეგო ეფექტს და აღადგენს საშოს pH ბალანსს.

ჩვენება:
ვულვოვაგინიტი არის საშოს (ვაგინიტი) და ვულვის (ვულვიტი) ერთრდოული ანთება. ეს ანთებითი პროცესები სხვადასხვა მიზეზებთანაა დაკავშირებული, მათ შორის ინფექციები, გაღიზიანება, ჰორმომალური ცვლილებები და ტრამვა. ვულვოვაგინალური სიმპტომების ყველაზე გავრცელებული მიზეზები მნიშვილეობის მიხედვით არის: ბაქტერიული ვაგინოზი, ვაგინალური კანდიდოზი, ვაგინალური ტრიქომონას ინფექცია. ვირუსული დაავადებები, როგორიცაა ჰერპეს ვირუსი (HSV 1 და 2 ტიპი) ან ადამიანის პაპილომა ვირუსის (HPV) ინფექცია, ასევე არის ვულვო-ვაგინიტის ხშირი მიზეზი.

გამოყენების მეთოდი და დრო:
ეს არის გამოსაყენებლად მზა ხსნარი. რეკომენდირებულია დღეში ერთი დუშის გამოყენება ზედიზედ მინიმუმ 5 დღის განმავლობაში, უმჯობესია საღამოს. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სიმტპომების განვითარებაზე; საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენეთ ეს პროდუქტი უფრო მეტი დროით. მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს.

გამოყენების ინსტრუქცია:
ეს არის ერთჯერადი გამოყენების პროდუქტი: გთხოვთ, გამოიყენოთ იგი ბოთლის გახსნისთანავე. რეკომენდირებულია მთლიანი შიგთავსის მოხმარება თითოეული გამოყენებისას. რეკომენდირებულია გამოყენებამდე ხელების კარგად დაბანა.
1.გამოყენებამდე შეანჯღრიეთ ბოთლი.
2.დაიჭირეთ ბოთლი ყელით და შეაბრუნეთ წინასწარ მოჭრილი სახურავი გვერდებზე დაჭერით იქამდე, სანამ ლუქი არ გატყდება
3.ამოიღეთ სასხური ბოლომდე, სანამ არ იგრძნობთ დაწკაპუნებას.
4.ფრთხილად მოათავსეთ სასხური ღრმად ვაგინალურ არხში.
5.მოუჭირეთ ბოთლს სანამ მთლიანად დაცარიელდება.
6.გაიმშრალეთ გარედან დაბანის გარეშე.
რეკომენდირებულია პროდუქტის გამოყენება ბიდეზე ჯდომისას ან აბაზანაში ბანაობისას ან შხაპის ქვეშ დგომისას, პროცედურის გასაადვილებლად აწიეთ ფეხი. პროდუქტის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად რეკომენდირებულია ვაგინალური დუშის გაკეთება აბაზანაში.

გაფრთხილება:
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ნაწილობრივი გამოყენების შემთხვევაში, განმეორებით არ გამოიყენოთ ნარჩენი პროდუქტი, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ინფექციები.

შენახვა:
შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას, სითბოს წყაროებიდან და მზის პირდაპირი სხივებისგან მოშორებით, 25 C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა ეხება სათანადოდ შენახულ პროდუქტს გაუხსნელ შეფუთვაში.
Show More
More Info
Brand
ლოგუს ფარმა
Country
სან-მარინო
Generic
lactic acid bacter
Form
ხსნარი ვაგინალური
Quantity
5
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2025. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
In case of side effects and complaints about the drugs, please contact us by email:pharmacovigilance@gepha.com
Home
Cart
My Page