Larifan peso 1.5mg vag #5

Larifan peso 1.5mg vag #5

ლატვია

ლარიფანი
About Product
საერთაშორისო დასახელება - acidum ribonucleinicum duplicatum
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: იმუნოლოგია → იმუნომოდულატორები → ინტერფერონები
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: ლარიფანი – ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა (დსღNA) – 1.5
მგ/პესარია
სხვა ნივთიერებები: კაკაოს ცხიმი, ლანოლინი, ნატრიუმის ქლორიდი,
მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტივირუსული საშუალება, იმუნომოდულატორი
ჩვენება:
„LARIFAN PESO 1,5 მგ” გამოიყენება კომპლექსურ და მონოთერაპიაში:
●საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის დისპლაზიებისას (CIN I, CIN II),
●შარდსასქესო სფეროს ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისას,
●არასპეციფიური ვაგინიტები,
●სექსუალურად ტრანსმისიული დაავადებების რისკის შესამცირებლად,
●სექსუალურად ტრანსმისიული დაავადებებისგან გამოწვეული შედეგების შესამსუბუქებლად.

უკუჩვენება:
მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი.

გვერდითი მოვლენები:
არასასურველი გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდებში გამოყენება:
ექიმის კონსულტაციით.

მიღების წესი და დოზირება:
საშვილოსნოს ყელის დისპლაზიებისას “LARIFAN PESO 1,5 მგ” გამოიყენება ყოველ მე-2 ან მე-3 დღეს 6 – 10 ჯერ. შედეგებიდან გამომდინარე მკურნალობის კურსს იმეორებენ 1 - 2 ჯერ.
ჰერპესული პროცესის მკურნალობისათვის “LARIFAN PESO 1,5 მგ”-ს გამოყენება რეკომენდებულია 10 დღე მიყოლებით, 3_5 პესარიის გამეორებით კურსიდან ორი მენსტრუაციის შემდგომ.
საშოს ლორწოვანი გარსის გაღიზიანებისა და ტკივილისას (არასპეციფიური ვაგინიტები) რეკომენდებულია შევიყვანოთ საშოში 1 პესარია ყოველდღიურად 5-10 დღის განმავლობაში.
პროფილაქტიკური მიზნებისათვის გამოვიყენოთ პესარიები “LARIFAN PESO 1,5 მგ” საშოში შეყვანის გზით კვირაში 1 პესარიის ოდენობით 5 კვირის განმავლობაში.

დოზის გადაჭარბება:
დოზის გადაჭარბების კლინიკური შემთხვევები არ გამოვლენილა.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთმოქმედება:
თვალსაჩინო ურთიერთმოქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ გამოვლენილა.

გამოშვების ფორმა და შემადგენლობა:
5 პესარია 1,5 მგ შეფუთვაში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
Show More
More Info
Brand
ლარიფანი
Country
ლატვია
Generic
larifan-doubl-stranded ribonucleinic acid
Dose
1.5მგ
Form
პესარია ვაგინალური
Quantity
5
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page