Ginestil vag sup 2gr #10

Ginestil vag sup 2gr #10

იტალია

ეიჩჯიჯიე
About Product
დასახელება - გინესტილი

გინესტილის ვაგინალური სანთელი ვაგინალური ბაქტერიული (როგორიცაა ვულვოვაგინიტი) და სოკოვანი (მაგ. კანდიდა) ინფექციების საპროფილაქტიკო და სამკურნალო დამხმარე საშუალებაა.
დამცავი და დამატენიანებელი ეფექტის საშუალებით აძლიერებს საშოს ლორწოვანის ბარიერულ ფუნქციას და ამსუბუქებს წვას, ქავილსა და სიწითლეს. ასევე, მისი გამოყენება მიზანშეწონილია ხშირი ავადობით დაზიანებული ქსოვილის დაცვის მიზნით.

როგორ გამოვიყენოთ:
1. გახსენით შეფუთვა და დაიბანეთ ხელი გამოყენებამდე;
2. გენიტალური არე კარგად ჩამოიბანეთ რბილი გამწმენდი საშუალებით; ამოიღეთ ერთი სანთელი ბლისტერიდან;
3. ფრთხილად მოათავსეთ სანთელი საშოში ღრმად; შემთხვევითი დანაკარგის თავიდან ასაცილებლად, სასურველია ძილის წინ გამოყენება

გამოყენების სიხშირე:
მკურნალობა: 1 სანთელი დღეში ძილის წინ 10 დღის განმავლობაში

პროფილაქტიკა: ციკლურად 1 სანთელი დღეში ძილის წინ 8-10 დღე

შემადგენლობა: C10-18 ტრიგლიცერიდები, წყალი, ბრომელაინი, სილიციუმის დიოქსიდი, მალტოდექსტრინი, ჩაის ხის ზეთი, ქლორჰექსიდინის დიგლუკონატი, ნატრიუმის ჰიალურონატი.

შენახვის წესი:
შეინახეთ მშრალ გრილ ადგილას <250C ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ შეფუთვის დაზიანებისა და ვადის გასვლის შემთხვევაში.
ვარგისიანობის ვადა გულისხმობს შეფუთვის დაუზიანებლობისა და შენახვის წესების დაცვის პირობას.

სიფრთხილის ზომები:
პროდუქტი მოწოდებულია ვაგინალური გამოყენებისთვის. არ შეიძლება პერორალური მიღება. არ გამოიყენება შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. ორსულობისას და კომბინირებული მკურნალობის შემთხვევაში კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.
2გ ვაგინალური სანთელი, 10 სანთელი შეფუთვაში.

მწარმოებელი: HGGE, იტალია
Show More
More Info
Brand
ეიჩჯიჯიე
Country
იტალია
Generic
chlorhexidine+hualuronate sodium+tea tree oil
Dose
2გრ
Form
სანთელი ვაგინალური
Quantity
10
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page