Furaginum adamed tab 50mg #30
Furaginum adamed tab 50mg #30

Furaginum adamed tab 50mg #30

პოლონეთი

ადამედ ფარმა
About Product
საერთაშორისო დასახელება - furaginum
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები → ნიტროფურანები
შემადგენლობა
1 ტაბ.
ფურაგინი. . . . . . . 50 მგ
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, საქაროზა, კოლოიდური კაჟბადის დიოქსიდი, სტეარინის მჟავა.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფურაგინუმი ადამედი არის ანტიბაქტერიული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება საშარდე ტრაქტის ინფექციებისას. საშარდე ტრაქტის ინფექციების გამომწვევი ბაქტერიების უმრავლესობა მგრძნობიარეა ფურაგინის მიმართ. ფურაგინუმი ადამედი ეფექტური არ არის Pseudomonas aeruginosa- ს მიერ გამოწვეული ინფექციების შემთხვევაში.

ჩვენებები
Escherichia coli- ს მიერ გამოწვეულია ქვედა საშარდე ტრაქტის მწვავე და ქრონიკული გაურთულებელი ინფექციების მკურნალობა.

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი მიიღება ექიმის მითითებების შესაბამისად. რაიმე ეჭვის შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან განმეორებითი ვიზიტი. უმჯობესია პრეპარატის მიღება მოხდეს პერორალურად საკვებთან ერთად, განსაკუთრებით ცილის შემცველ საკვებთან ერთად, რაც ზრდის ფურაგინის ხელმისაწვდომობას.
მწვავე ინფექციების მკურნალობა
მოზრდილები: მკურნალობის პირველი დღე 100 მგ (ორი ტაბლეტი) დღეში 4-ჯერ (მაქსიმუმ რვა ტაბლეტი დღეში); მომდევნო დღეებში 100 მგ (ორი ტაბლეტი) დღეში 3-ჯერ (დღეში ექვსი ტაბლეტი). ბავშვები 2 წლიდან 14 წლამდე: პრეპარატი გამოიყენება 7-8 დღე. აუცილებლობისას, მკურნალობა უნდა გამეორდეს 10-15 დღის შემდეგ.
ორ წლამდე ასაკის ბავშვებში დოზა განისაზღვრება ექიმის მიერ.
ფურაგინუმ ადამედის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად: ფურაგინუმ ადამედის მიღება უმჯობესია ცილის შემცველ საკვებთან ერთად.

გვერდითი მოვლენები
ნებისმიერი პრეპარატის მსგავსად, ფურაგინუმ ადამედიც იწვევს გვერდით ეფექტებს. პაციენტთა უმრავლესობას კარგად გადააქვს ნიტროფურანის წარმოებულები. კლინიკური გამოკვლევებისას გამოვლენილი გვერდითი ეფექტებიდან, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს პრეპარატის მიღებასთან, ყველაზე ხშირად განვითარდა შემდეგი ეფექტები: გულისრევა (8%), თავის ტკივილი (6%), მეტეორიზმი (1.5%). ქვემოთ ჩამოთვლილი სხვა სიმპტომები და ნიშნები გამოვლინდა 1%-ზ ნაკლებ პაციენტში და ისინი წარმოდგენილია ორგანოთა სისტემების მიხედვით:
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: მეთჰემოგლობინემიით გამოწვეული ციანოზი (კანის მუქ ყავისფრად შეფერვა). გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის მქონე პაციენტებში ფურაგინის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მეგალობლასტური ანემია (განვითარებული B12 ვიტამინის ან ფოლის მჟავას დეფიციტით) ან ჰემოლიზური ანემია (განვითარებული სისხლის წითელი უჯრედების სწრაფი დაშლის შედეგად).
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: ქავილი, ჭინჭრის გამონაყარი, ანაფილაქსია (უშუალო ალერგიული რეაქცია), ანგიონევროზული შეშუპება, გამონაყარი.
დარღვევები რესპირატორული სისტემის მხრივ: მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ნიტროფურანის წარმოებულების მიმართ. ქრონიკული რეაქციები ვითარდება იმ პაციენტებში, რომლებიც პრეპარატს იღებენ ექვს თვეზე მეტი დროის განმავლობაში. რესპირატორულ სისტემასთან დაკავშირებული ჰიპერმგრძნობელობის მწვავე რეაქციები გამოვლინდა მაღალი ტემპერატურის, გაცივების, ხველის, გულმკერდის არეში ტკივილისა და პლევრის ექსუდატის სახით. აღნიშნული სიმპტომები რეგრესირდებოდა სწრაფად ან ძალიან სწრაფად პრეპარატის მოხსნის შემდეგ.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, ძილიანობა, მხედველობის დარღვევები, პერიფერული ნეიროპათია (პერიფერიული ნერვის ფუნქციის დარღვევები), ასევე მწვავე და შეუქცევადი მიმდინარეობის (თირკმლის უკმარისობა, ანემია, შაქრიანი დიაბეტი, ელექტროლიტების დარღვევა, ვიტამინის ნაკლებობა, განსაკუთრებით ნეიროპათიის განვითარებისადმი წინასწარგანწყობილ პაციენტებში).
Show More
More Info
Brand
ადამედ ფარმა
Country
პოლონეთი
Generic
furazidine
Dose
50მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page