Escapelle tab 1.5mg #1

Escapelle tab 1.5mg #1

უნგრეთი

გედეონ რიხტერი
-10% Extra With VISA Card
About Product
შემადგენლობა: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 1,50მგ ლევონორგესტრელს. დამხმარე ნივთიერებები ცნობილი ეფექტებით: ყოველ ტაბლეტში 142,5მგ ლაქტოზის მონოჰიდრატი. დამხმარე ნივთიერებები: სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი; კარტოფილის სახამებელი; სიმინდის სახამებელი; მაგნიუმის სტეარატი; ტალკი; ლაქტოზის მონოჰიდრატი (142,5მგ).

ჩვენება: ექსტრემალური კონტრაცეფცია, დაუცველი სქესობრივი აქტიდან 72 საათის განმავლობაში ან თუ გამოყენებული კონტრაცეპციის მეთოდი არ იყო საიმედო.

გამოყენების წესები და დოზირება: დოზირება: ერთი ტაბლეტი მიიღება დაუცველი სქესობრივი აქტიდან რაც შეიძლება სწრაფად, სასურველია პირველი 12 საათის მანძილზე და სქესობრივი აქტიდან არაუგვიანეს 72 საათის განმავლობაში. თუ ტაბლეტის მიღებიდან სამი საათის განმავლობაში განვითარდა ღებინება, აუცილებელია კიდევ ერთი ტაბლეტის მიღება.
ქალებმა, რომლებიც ღებულობდნენ ბოლო 4 კვირის განმავლობაში ღვიძლის მიკროსომალური ფერმენტების ინდუქტორ პრეპარატებს, ექსტრემალური კონტრაცეპციის მიზნით უმჯობესია გამოიყენონ არაჰორმონალური ექსტრემალური კონტრაცეპტივები (მაგ. სპილენძის შემცველი საშვილოსნოსშიდა სპირალი) ან ლევონორგესტრელის ორმაგი დოზა (2 ტაბლეტი ერთდროულად–იმ ქალებისათვის, რომლებსაც მაგ., სპილენძშემცველი სპირალის გამოყენება არ სურთ ან საშუალება არა აქვთ.
ესკაპელის ტაბლეტები შეიძლება მიიღონ მენსტრუალური ციკლის ნებისმიერ დღეს, თუ არ არის მენსტრუაციის შეჩერების ფაქტი.
ექსტრემალური კონტრაცეპციის გამოყენების შემდეგ, მომდევნო მენსტრუაციის დაწყებამდე, რეკომენდებულია ბარიერული კონტრაცეპციის გამოყენება (მაგ., პრეზერვატივი, Dდიაფრაგმა, სპერმაციდი). ესკაპელის გამოყენება არ წარმოადგენს უკუჩვენებას, შემდეგში რეგულარული ჰორმონალური კონტრაცეპციისათვის.
ბავშვებში გამოყენება: ლევონორგესტრელის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში არ არის რეკომენდებული. 16 წლამდე გოგონებში პრეპარატის გამოყენების მონაცემები შეზღუდულია. ესკაპელის გამოყენება ნაჩვენები არაა ექსტრემალური კონტრაცეპციის მიზნით ბავშვებში და მოზარდებში.

მიღების წესი: შიგნით მისაღები ტაბლეტები.

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის რომელიმე დამატებითი კომპონენტის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები: მოცემული პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ექსტრემალური კონტრაცეპციისათვის. იგი არ ცვლის რეგულარულ კონტრაცეპციას. ესკაპელის განმეორებითი გამოყენება, ერთი მენსტრუალური ციკლის განმავლობაში, რეკომენდებული არ არის. ექსტრემალური კონტრაცეპცია ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს ორსულობის თავიდან აცილების.
იმ შემთხვევაში, როდესაც ზუსტად არ არის ცნობილი სქესობრივი აქტის დრო, ან თუ დაუცველი სქესობრივი აქტის მომენტიდან გასულია 72 საათზე მეტი, შესაძლოა დადგეს ორსულობა. ამასთან დაკავშირებით, ესკაპელის ტაბლეტის მიღება, მეორე სქესობრივი აქტის შემდეგ, შესაძლოა უეფექტო აღმოჩნდეს. 5 დღეზე მეტი ხნით მენსტრუაციის გადაცდენისას, აგრეთვე დროული მენსტრუაციის მიმდინარეობის ხასიათის შეცვლისას, ან არსებული ეჭვი ორსულობაზე რაიმე სხვა მიზეზების გამო, საჭიროებს ორსულობის გამორიცხვას. თუ ესკაპელის მიღების შემდეგ დგება ორსულობა, საჭიროა ახსოვდეთ ექტოპიური ორსულობის შესაძლებლობა.

შენახვის წესი: ინახება ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
Show More
More Info
Brand
გედეონ რიხტერი
Country
უნგრეთი
Generic
levonorgestrel
Dose
1.5მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
1
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page