Clostilbegyt tab 50mg #10

Clostilbegyt tab 50mg #10

უნგრეთი

ეგისი
-10% Extra With VISA Card
About Product
საერთაშორისო დასახელება - clomifene citrate
შემადგენლობა
თითო ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების კლომიფენ ციტრატის 50 მგ-ს.
ტაბლეტი აგრეთვე შეიცავს: ჟელატინს, ლაქტოზას, მაგნიუმის სტეარატს, კარტოფლის სახამებელს, სტეარინის მჟავას, ტალკს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
არასტეროიდული ანტიესტროგენული საშუალება

ჩვენებები
პრეპარატის აქტიური ნივთიერება ესტროგენების ანტაგონისტია, რომელიც ახდენს ოვულაციის სტიმულირებას.
გამოიყენება ქალებში უშვილობის ზოგიერთი სახის სამკურნალოდ და ორსულობის ინდუქციისთვის. პრეპარატი, ასევე, გამოიყენება მენსტრუალური ფუნქციის დარღვევის ზოგიერთი სახის სამკურნალოდ.
კლოსტილბეგიტი შეიძლება გამოიყენებოდეს ოლიგოსპერმიის სამკურნალოდ.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) პრეპარატის აქტიური ან სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ორსულობა.
ღვიძლის დაავადება ან მისი ფუნქციის მოშლა.
საკვერცხის კისტა (საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომის გარდა).
ჰიპოფიზის ფუნქციის დაქვეითება.
ფარისებრი ჯირკვლის ან თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა.
გაურკვეველი წარმოშობის სისხლდენა.
მხედველობის დარღვევა (ახლახან განვითარებული ან აღნიშნული ანამნეზში).
ახალწარმონაქმნები

მიღების წესი და დოზირება:
მკურნალობის ხანგრძლივობა და დოზა მკაცრად ინდივიდუალურია, ვინაიდან ეფექტი დამოკიდებულია საკვერცხეების მგრძნობელობაზე (რეაქტიულობაზე). შენარჩუნებული მენსტრუალური ციკლის შემთხვევაში რეკომენდირებულია მკურნალობის დაწყება ციკლის მე-5 დღიდან (ან ადრეული ოვულატორული/ფოლიკულური ფაზის მე-3 დღეს 12 დღეზე ნაკლები ხანგრძლივობით). ამენორეის შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ დღეს.
მკურნალობის I კურსი: 50 მგ 5 დღის განმავლობაში საკვერცხეების რეაქციის კონტროლით, კლინიკური და ლაბორატორული გამოკვლევების საშუალებით. ჩვეულებრივ, ოვულაცია ხდება ციკლის მე-11 და მე-15 დღეებს შორის.
მკურნალობის II კურსი: მკურნალობის I კურსის წარუმატებლობის შემთხვევაში ინიშნება II კურსი: კლოსტილბეგიტი - 100 მგ ყოველდღიურად 5 დღის განმავლობაში, დაწყებული შემდეგი ციკლის მე-5 დღიდან. ოვულაციის არ არსებობის შემთხვევაში საჭიროა იგივე კურსის განმეორება (100 მგ-ით). 3-თვიანი შესვენების შემდეგ შესაძლებელია დამატებითი 3-თვიანი კურსის ჩატარება. დადებითი ეფექტის არ არსებობის შემთხვევაში, მკურნალობის შემდგომ გაგრძელებას არ აქვს აზრი. მკურნალობის I კურსის განმავლობაში მიღებული დოზა არ უნდა აღემატებოდეს 750 მგ-ს.
საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომისას, ჰიპერსტიმულაციისადმი ტენდენციის გამო, საწყისი დოზა უნდა იყოს შემცირებული (25 მგ დღე-ღამეში).
პოსტკონტრაცეპტიული ამენორეის შემთხვევაში ინიშნება 50 მგ დღე-ღამეში, ხუთდღიანი კურსი.
ოლიგოსპერმიის დროს ინიშნება 50 მგ დღეში 6 კვირის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები
ხშირი გვერდითი მოვლენები: ალები, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, მხედველობის დარღვევა (ფოტოფსიები, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, ფოტოფობია), სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობა, მენჯისა და მუცლის ღრუს ორგანოების ტკივილი, დისმენორეა, აციკლური სისხლდენა, საკვერცხეების გადიდება.
იშვიათი გვერდითი მოვლენები: ყაბზობა, ფაღარათი, დაღლილობა, დაძაბულობის შეგრძნება, თაბრუსხვევა, დეპრესია, უძილობა, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ალერგიული დერმატიტი, თმის შექცევადი ცვენა, მადის გაძლიერება, წონის მომატება ან დაკლება, საშოს სიმშრალე, შარდის გამოყოფის გაძლიერება ან ხშირი შარდდენა.
Show More
More Info
Brand
ეგისი
Country
უნგრეთი
Generic
clomifene citrate
Dose
50მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
10
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page