About Product
შემადგენლობა: ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება: კალციუმაცეტატი-ნეფროს 1 ტაბლეტი შეიცავს 700მგ კალციუმის აცეტატს (177,4მგ ელემენტარული კალციუმის შესაბამისად) სხვა შემადგენელი ნაწილებია: პოვიდონი K 30, მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი, მაგნიუმი (Ph. Eur.), ფრუქტოზა, ჰიპრომელიოზა, მაკროგოლი 6000, ტალკი.
ჩვენება: კალციუმაცეტატ-ნეფრო წარმოადგენს მინერალური ნივთიერების პრეპარატს, რომელიც გამოიყენება საკვებში შემავალი ფოსფატის შესაერთებლად. ამრიგად, ფოსფატის რაოდენობა, რომელსაც სხეული ღებულობს მცირდება. კალციუმაცეტატ-ნეფრო გამოიყენება იმ მიზნით, რომ იმ პაციენტებში, რომლებიც თირკმელების მძიმე დაავადების გამო იმყოფებიან დიალიზით მკურნალობაზე, დარეგულირდეს და შემცირდეს ფოსფატის მომატებული მაჩვენებელი.
უკუჩვენება: კალციუმაცეტატ-ნეფრო არ გამოიყენება, სისხლში კალციუმის მომატებული კონცენტრაციისას (ჰიპერკალცემია). თუ პაციენტი არის ალერგიული კალციუმაცეტატის ან აღნიშნული მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი სხვა ნივთიერებების მიმართ.
მიღების წესი: კალციუმაცეტატ-ნეფრო მიიღება ყოველთვის ანოტაციაში მოცემული ინფორმაციის, აგრეთვე პაციენტის მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. რეკომენდირებული დოზა შეადგენს: მოზრდილებში: თუ, ექიმის მიერ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, თავდაპირველად მიიღება 2 ტაბლეტი სამჯერ დღეში, დაუღეჭავად, სითხესთან ერთად. მედიკამენტი მიიღება მხოლოდ საკვების მიღებისას, რათა შესაძლო გახდეს კალციუმაცეტატ-ნეფროს ყველაზე უკეთ მოქმედება.
დოზირება: განისაზღვრება პაციენტის სისხლში არსებული ფოსფატის კონცენტრაციის მოცულობის მიხედვით. რაც რეგულარულად უნდა გაკონტროლდეს. თუ, საჭიროა 700მგ კალციუმაცეტატ-ნეფროს მომატება, ფოსფატის სურათის დაწევის მიზნით, დოზა უნდა გაიზარდოს ეტაპობრივად.
ჩვეული დოზა მოცავს 2 ტაბლეტს ოთხჯერ დღეში ან 3 ტაბლეტს სამჯერ დღეში. არ უნდა მოხდეს მაქსიმალური დოზის–9 ტაბლეტი დღეში გადაჭარბება. დოზირებასა და გამოყენების ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი. კალციუმაცეტატი-ნეფროთი მკურნალობა ხანგრძლივი თერაპიაა და საჭიროებს რეგულარულ სამედიცინო კონტროლს.
ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე): მონაცემები 700მგ კალციუმაცეტატი-ნეფროს გამოყენების შესახებ ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში არ არის. ამრიგად, რეკომენდაციის გაცემა ასეთ პაციენტებში კალციუმაცეტატი-ნეფროს გამოყენების თაობაზე შეუძლებელია.
შენახვის წესი: მედიკამენტი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More