Weleda Digestodoron tab #100

Weleda Digestodoron tab #100

გერმანია

ველედა
About Product
შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური სუბსტანციები: ჩადუნას (Dryopteris filix-mas) ფოთლის სპირტიანი დიგესციო (1:3,1) 36 მგ / კილამურას (Polypodium vulgare) ფოთლის სპირტიანი დიგესციო (1:3,1) 8 მგ / წნორის, წითელი ტირიფისა და მანეულის (Salix alba, S. purpurea, S. viminalis) ფოთლების სპირტიანი დიგესციო (1:3,1) 80 მგ / ირმის-ენას (Phyllitis scolopendrium) ფოთლის სპირტიანი დიგესციო (1:3,1) 36 მგ.
სხვა ინგრედიენტები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი, კალციუმბეჰენატი.

ჩვენებები
საჭმლის მომნელებელი სისტემის სეკრეტორული და მოტორული ფუნქციის დარღვევები, მათ შორის ქრონიკული ანთების ფონზე განვითარებული, მაგალითად, გულძმარვა, გულისრევა, მეტეორიზმი, ფაღარათი, შეკრულობა, წვრილი და მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაავადებები (გრანულომატოზური ენტერიტი, წყლულოვანი კოლიტი).

მიღების წესები და დოზები
ტაბლეტები მიიღება ჭამის წინ 15 წუთით ადრე მცირე რაოდენობის წყალთან ერთად; 5 წლამდე ასაკის ბავშვები იღებენ დაფხვნილი ან წყალში/ჩაიში გახსნილი სახით.
ჩვილები და 2 წლამდე ასაკის ბავშვები: 1-3-ჯერ დღეში 1 ტაბლეტი; ბავშვები 2-დან 5 წლამდე: 1-3-ჯერ დღეში 1 ტაბლეტი; ბავშვები 6-დან 12 წლამდე: 1-3-ჯერ დღეში 1-2 ტაბლეტი; მოზარდები 12 წლის ასაკს ზევით: 1-3-ჯერ დღეში 2-4 ტაბლეტი.
Show More
More Info
Brand
ველედა
Country
გერმანია
Generic
homeopatic comb. drug
Form
ტაბლეტი
Quantity
100
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page