Ribatran tab #20

Ribatran tab #20

ეგვიპტე

ამოუნ ფარმაცეუტიკალსი
About Product
საერთაშორისო დასახელება - რიბატრანი Ribatran
შემოგარსული ტაბლეტი
ტრიფსინი - პანკრეასული რიბონუკლეაზა - ქიმოტრიფსინოგენი
მოქმედი ნივთიერებებია:
ტრიფსინი ....................................................................... 4.20 მიკროკატალი
რიბონუკლეაზა .............................................................. 0.33 მიკროკატალი
ქიმოტრიფსინოგენი ...................................................... 93.4 მიკროკატალი


ჩვენებები:
ანგიოლოგია: თრომბოფლებიტები, ზედაპირული ვენების პოსტტრომბოფლებიტური დაავადებისა და მწვავე თრომბოფლებიტების მკურნალობა, ქვემო კიდურების ენდარტერიტისა და მაობლიტირებელი ათეროსკლეროზის მკურნალობა, რეციდიული ფლებიტების პროფილაქტიკა, ლიმფური შეშუპება.
ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები: მწვავე და ქრონიკული სინუსიტი, რინიტი, ოტიტი, ფარინგოტონზილიტი.
რესპირატორული ინფექციები: მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია, ექსუდაციური პლევრიტი, ბრონქული ასთმა, ფილტვის ტუბერკულოზი.
ტრავმატოლოგია: ტრავმა, მოტეხილობა, დაჟეჟილობა, პოსტტრავმული შეშუპება, ჰემორაგია.
ქირურგია: პოსტოპერაციული შერშუპებისა და ჰემატომის მკურნალობა და პროფილაქტიკა; პოსტოპერაციული ნაწიბურის (ჰიპერტროფიული, კელოიდური) პრევენცია
გინეკოლოგია: მცირე მენჯის ღღუს ანთებითი დაავადებები, ოპერაციის შემდგომი პერიოდი.
მამოლოგია: ლაქტოსტაზი, მასტიტი, მასტოპათია, მასტექტომიის შემდგომი პერიოდი
ოფთალმოლოგია: თვალის ტრავმა, ჰემოფთალმი, ბადურას სისხლზარრვების თრომბოზი, დიაბეტური ანგიოპათია, რეტინოპათია. ქირურგიული ჩარევები.
ენდოკრინოლოგია: დიაბეტური ანგიოპათია, აუტოიმუნური თირეოიდიტი
სტომატოლოგია: პაროდონტოზი, გინგივიტი, კბილის ექსტრაქცია
დამწვრობა
კარდიოლოგია: მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი პერიოდი (სისხლის რეოლოგიური თვისებების გასაუმჯობესებლად), გულის იშემიური დაავადება. ექსუდაციური პერიკარდიტი
რევმატოლოგია: რევმატოდული ართრიტი, რეაქტიული ართრიტი, ბეხტერევის დააავადება.

მიღების წესი და დოზირება:
1 აბი 3 ჯერ დღეში
ჭამამდე 30 წუთით ადრე
ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით.
მკურნალობის მინიმალური ხანგრძლივობა 2-4 კვირა; ქრონიკული დაავადებებისას 8-24 კვირა.

შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ნებისმიერი მოქმედი პროდუქტის შემთხვევაში, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია ზოგ შემთხვევაში გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება.
რიბატრანი, შემოგარსული ტაბლეტის მიღების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს იშვიათი გვერდითი მოქმედება, როგორიცაა გულისრევა, ღებინება და დიარეა.
რიბატრანი, შემოგარსული ტაბლეტის შენახვის პირობები
მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შეინახეთ არაუმეტეს 25რC-ზე.
რიბატრანი, შემოგარსული ტაბლეტის აღწერა და შეფუთვა
მოცემული პრეპარატი წარმოდგენილია შემოგარსული ტაბლეტის ფორმით. კოლოფში 20 ტაბლეტი.
Show More
More Info
Brand
ამოუნ ფარმაცეუტიკალსი
Country
ეგვიპტე
Generic
pancreatine+trypsine+chimotrypsine
Form
ტაბლეტი
Quantity
20
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page