Quamatel lyophilizate solution for injection in vial 20mg/5ml #5
უნგრეთი
გედეონ რიხტერი
GEL
in stock
new
38.12₾
40.55₾
-6.0%
About Product
შემადგენლობა: 1 ტაბ. შეიცავს 20მგ ან 40მგ ფამოტიდინს. 1 ფლაკონი შეიცავს 20მგ ფამოტიდინის ლიოფილიზირებულ ფხვნილს. გამხსნელი: 5მლ ნატრიუმის ქლორიდის 0.9% ხსნარი. ფორმა: გარსით დაფარული ტაბლეტები 20მგ და 40მგ. 20მგ ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის დასამზადებლად
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰისტამინური H2 რეცეპტორების ბლოკატორი. ჩვენება: კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, კუჭის სეკრეტორული ფუნქციის გაძლიერებით გამოწვეული ეროზიული ეზოფაგიტი, კუჭისა და საყლაპავის რეფლუქსი, რეფლუქს-ეზოფაგიტი, ზოლინგერ-ელისონის სინდრომი; კუჭის რეციდივების პროფილაქტიკა; კუჭის წვენის ასპირაციის პროფილაქტიკა ზოგადი ანესთეზიის დროს (მენდელსონის სინდრომი).
წინააღმდეგჩვენება: მომატებული მგრძნობელობა ფამოტიდინის და სხვა ჰისტამინური H2 რეცეპტორების ბლოკატორების მიმართ; ორსულობა და ლაქტაცია. ბავშვებში. დოზირება და მიღების წესი: გარსით დაფარული ტაბლეტები: კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულის დროს ჩვეულებრივ ინიშნება 20მგ 2-ჯერ დღეღამეში ან 40მგ 1-ჯერ დღეღამეში ძილის წინ. მკურნალობის კურსი ძირითადად გრძელდება 4-8 კვირა. წყლულის რეციდივის პროფილაქტიკა-20მგ დღეში ერთხელ ძილის წინ. კუჭისა და საყლაპავის რეფლუქსი- 20მგ 2-ჯერ დღეში დილას და საღამოს 6 კვირის განმავლობაში, ეზოფაგიტის დროს-20-40მგ 2-ჯერ დღეში 12 კვირის განმავლობაში. ზოლინგერ-ელისონის სინდრომი: პრეპარატის დოზა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ავადმყოფის მდგომარეობაზე. საწყისი დოზა ძირითადად შეადგენს 20მგ-ს ყოველ 6სთ-ში. პრეპარატის მიღება წარმოებს კლინიკურად დადგენილი დროის განმავლობაში. კუჭის წვენის ასპირაციის პროფილაქტიკა ზოგადი ანესთეზიის დროს-40მგ საღამოს ოპერაციის წინ, დაან დილით ოპერაციის წინ. ინექციები: იყენებენ მხოლოდ მძიმე შემთხვევებში, ან მაშინ, როდესაც ტაბლეტების მიღება შეუძლებელია. ვენაში ინექციის სახით პრეპარატის ძირითადი დოზა შეადგენს 20მგ-ს 2-ჯერ დღეში (ყოველ 12 სთ-ში). ზოლინგერ-ელისონის სინდრომი: საწყისი დოზა შეადგენს 20მგ-ს ვენაში, ყოველ 6სთ-ში. შემდგომში პრეპარატის დოზა დამოკიდებულია მარილმჟავას სეკრეციაზე და ავადმყოფის კლინიკურ მდგომარეობაზე. კუჭის წვენის ასპირაციის პროფილაქტიკა ზოგადი ანესთეზიის დროს-ზოგადი ანესთეზიის დაწყებამდე ვენაში შეჰყავთ 20მგ პრეპარატი ოპერაციის დღეს ან არა უმცირეს 2სთ-ით ადრე ოპერაციის დაწყებამდე. ვენაში ერთჯერადი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20მგ-ს. ვენაში წვეთოვანი ინექციის დაწყებამდე საჭიროა ფლაკონში არსებული ფხვნილის გახსნა 5-10მლ ნატრიუმის ქლორიდის 0.9% ხსნარში და პრეპარატის ნელი ინექცია 2წთ-ის განმავლობაში. ხოლო ვენაში ინფუზიის დროს საჭიროა ფლაკონის შიგთავსის გახსნა 100მლ 5% გლუკოზის საინფუზიო ხსნარში. ვენაში ინფუზია წარმოებს 15-30წთ-ის განმავლობაში. პრეპარატის ხსნარის მომზადება ხდება უშუალოდ მისი გამოყენების წინ. გამოყენებისათვის ვარგისია პრეპარატის მხოლოდ სუფთა და გამჭვირვალე ხსნარი. გახსნილი საინექციო ხსნარი ინახება 25ძC ტემპერატურაზე არა უმეტეს 24სთ-ის განმავლობაში. თირკმელების უკმარისობის დროს კრეატინინის კლირენსისას 30მლწთ-ში უფრო ნაკლები აუცილებელია პრეპარატის სადღეღამისო დოზის (როგორც შიგნით მიღებისას, აგრეთვე ვენაში ინექციის დროს) შემცირება 20მგ-მდე, ან პრეპარატის ცალკეული დოზების მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდა 36-48სთ-მდე.