Nolpaza tab 20mg #98

Nolpaza tab 20mg #98

ჩეხეთის რესპუბლიკა

კრკა
About Product
საერთაშორისო დასახელება - pantoprazole
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
შემადგენლობა
პრეპარატი პანტოპრაზოლ ნატრიუმი (Pantoprazole Sodium ) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს პანტაპრაზოლის ნატრიუმის სესკვიჰიდრატს.

ჩვენებები
კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მკურნალობა და პროფილაქტიკა; არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებით გამოწვეული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაზიანებები.
რეფლუქს-ეზოფაგიტი;
ზოლინგერ-ელისონის სინდრომი და სხვა პათოლოგიური მდგომარეობები გამოწვეული კუჭის სეკრეციის მომატებასთან.
Helicobacter pylori–ს ერადიკაცია (ანტიბაქტერიულ მკურნალობასთან კომბინაციაში)

მიღების წესები და დოზები
საშუალო თერაპიული დოზა შეადგენს 40 მგ—ს, დღეში, მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა_ 80 მგ. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩვენებაზე, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 8 კვირას. მიიღება უზმოზე ან საუზმის დროს.
ორჯერადი მიღებისას მეორე დოზა მიიღება ვახშმის წინ.

გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დიარეა, გულისრევა, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, მეტეორიზმი.
ცნ-სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა,
ალერგიული რეაქციები: იშვიათად – გამონაყარი კანზე, ქავილი, კანის ჰიპერემია, ანაფილაქსური რეაქციები.
სხვადასხვა: მიალგია, სისუსტე, მხედველობის სამკვეთრის დარღვევა, ძალიან იშვიათად ღვიძლის ფუნქციის დაღრვევა, სიყვითლე, ფოტოსენსიბილიზაცია.

უკუჩვენება
ნევროტული გენეზის დისპეფსიები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ავთვისებიანი დაავადებები, მომატებული მგრძნობელობა პანტოპრაზოლის მიმართ. ბავშვთა ასაკი 16 წლამდე.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის დროს პანტოპრაზოლი ინიშნება მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის ჭარბობს შესაძლო რისკს ნაყოფისთვის ან ჩვილისთვის. ლაქტაციის დროს უნდა შეწყდეს ჩვილის ძუძუთი კვება.

განსაკუთრებული მითითებები
ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას პრეპარატის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ-ს. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარატის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 40 მგ-ს.
ხანდაზმულ პაციენტებში სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 40 მგ-ს.
პედიატრიულ პრაქტიკაში პანტოპრაზოლის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვებში.
მკურნალობამდე და მკურნალობის შემდეგ აუცილებელია ენდოსკოპური კონტროლის ჩატარება კუჭნაწლავის სისტემის ავთვისებიანი დაავადების გამოსარიცხად, ვინაიდან პანტოპრაზოლით მკურნალობამ სეიძლება დაფაროს ავთვისებიანი დაავადებების სიმტომატიკა და ხელი შეუშალოს სწორი დიაგნოზის დასმას.
ერთდროული მიღებისას პანტოპრაზოლმა შეიძლება შეცვალოს იმ პრეპარატების შეწოვის ხარისხი, რომელთა ბიოათვისებადობა დამოკიდებულია კუჭის PH -ზე.
Show More
More Info
Brand
კრკა
Country
ჩეხეთის რესპუბლიკა
Generic
pantoprazole
Dose
20მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
98
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page