საერთაშორისო დასახელება - Macrogol,Silicon dioxide,Sod.Saccharin მაკროლაქსი 3350-ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად, ოსმოსური საფაღარათო საშუალებაა ნაწლავის ეფექტური დაცლისთვის დიაგნოსტიკური კვლევების და ოპერაციული ჩარევების წინ.
მოქმედების მექანიზმი: მაკროგოლი 3350 აკავებს დიდი რაოდენობით წყალს მსხვილი ნაწლავის სანათურში, იწვევს შიგთავსის დარბილებას, გათხევადებას, ბუნებრივი პერისტალტიკის სტიმულირებას და ნაწლავების ეფექტურ დაცლას. მაკროლაქსი არ აღიზიანებს ნაწლავის ლორწოვან გარსს, არ შეიწოვება და უცვლელი სახით გამოიყოფა.
ჩვენებები: ნაწლავის შიგთავსის ევაკუაცია ენდოსკოპიური და რენტგენოლოგიური კვლევების წინ ზოგიერთი ქირურგიული ოპერაციის დროს, რომელიც საჭიროებს ნაწლავის დაცლას
უკუჩვენებები: თუ აღინიშნება მომატებული მგრძნობელობა შემადგენელ კომპონენტებზე თუ პაციენტის ასაკი ნაკლებია 2 წელზე, წონა <20კგ-ზე ნაწლავის სტენოზი და ოკლუზია ნაწლავთა დინამიური გაუვალობა მწვავე და გართულებული კოლიტი ნაწლავის პერფორაცია წყლულოვანი კოლიტი და კრონის დაავადება ორსულობა-ლაქტაციის დროს მაკროლაქსის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ არსებობს, ამიტომ აუცილებელია ექიმის რეკომენდაცია.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან: სხვა ორალური პრეპარატების მიღება უნდა შეწყდეს მინიმუმ 2 საათით ადრე მაკროლაქსის მიღებამდე, რადგან ამცირებს მათ შეწოვას და შეიძლება უცვლელი სახით გამოიყოს. თუ პაციენტი იღებს ანტიკოაგულანტებს, ანტიაგრეგანტებს ან დიაბეტის სამკურნალო საშუალებებს აუცილებელია კონსულტაციის გავლა ექიმთან დოზების ცვლილებისთვის.
გვერდითი ეფექტები: დეფეკაციამდე შეიძლება აღინიშნოს ხმაური და დისკომფორტი მუცლის არეში, გულისრევის შეგრძნება. თუ ეს სიმპტომები ინტენსიური გახდა საჭიროა პრეპარატის მიღების შენელება. იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა და ალერგიული რეაქციები კანზე.
მომზადების და მიღების წესი: პრეპარატის მიღებამდე უნდა მოხდეს კონტროლირებადი დიეტის დაცვა. 2 საშე იხსნება 1 ლ წყალში და ვურევთ ერთგვაროვანი ხსნარის მიღებამდე. მზა ხსნარის მიღება უნდა მოხდეს 1-2 საათის განმავლობაში 15-20 წუთიანი შუალედებით. დამატებით უნდა მივიღოთ 0,5ლ წყალი, ჯამში 1,5ლ სითხე. 1 საათის შემდეგ მეორდება იგივე პროცედურა დარჩენილი 2 პაკეტით. ჯამურად ხდება 3 ლ ხსნარის მიღება-2 ლ მაკროლაქსის ხსნარი და 1 ლ წყალი. პირველი ლიტრის მიღების შემდეგ იწყება ნაწლავის პერისტალტიკის გაძლიერება და შიგთავსის ევაკუაციის სტიმულაცია. განავლოვანი მასა ნელნელა გახდება გამჭირვალე, ფეკალური მასების გარეშე. როცა გამოყოფილი სითხე სრულად გამჭირვალე გახდება ნაწლავი მზადაა დიაგნოსტიკური კვლევებისთვის.
მაკროლაქსის მომზადებული ხსნარი ინახება მაცივარში. გამოყენება უნდა მოხდეს 24 საათის განმავლობაში. სიფრთხილის ზომები: პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, 25՞C ტემპერატურაზე. ვარგისია შეფუთვაზე მითითებულ ვადამდე. შეფუთვა: მაკროლაქსი 3350 60გ №4 ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად