ლენირეფი ნაჩვენებია სიმპტომური მკურნალობისთვის გასტროეზოფაგური რეფლუქსისა და თანმდევი სიმპტომების,როგორიცაა გულძმარვა,ეზოფაგიტი,მჟავას რეგურგიტაცია. ლენირეფი ასევე ნაჩვენებია ლარინგოფარინგეალური რეფლუქსისა და მასთან ასოცირებული სიმპტომების დროს,როგორიცაა : ხმის ცვლილება,მშრალი ხველა,უცხო სხეულის შეგრძნება ყელში,ყლაპვის გაძნელება და ზედა სასუნთქი გზების გაღიზიანება.
უკუჩვენებები და გამოყენების შეზღუდვები: არ გამოიყენება ლენირეფში შემავალ რომელიმე კომპონენტზე ჰიპერსენსიტიურობის შემთხვევაში,პერფორაციისა ან/და გასტროინტენსტინური ობსტრუქციისას. არ გამოიყენება 12 წლამდე ბავშვებში,ექიმის დანიშნულების გარეშე.
დოზირება და მიღების დრო: მოზრდილები და მოზარდები 12 წლიდან : 1 პაკეტი ჭამის შემდეგ და 1 პაკეტი საღამოს,დაძინებამდე. შემდეგი მიღება შესაძლებელია დაძინებამდე ან დღის განმავლობაში ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. არ გამოიყენოთ ლენირეფი უწყვეტად 30 დღეზე მეტი ხანგრძლივობით. მკურნალობის კურსის შემდეგ სიმპტომების პერსისტირების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
შენახვის პირობები: გამოყენების ვადა დატანილია შეფუთვაზე,რელევანტურია პროდუქტის გაუხსნელ მდგომარეობაში და შესაბამის პირობებში შენახვის შემთხვევაში. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვადის გასვლის შემდეგ ან დაზიანებული შეფუთვის შემთხვევაში. პრეპარატი შეინახეთ მშრალ,გრილ,მზის სხივებისგან და მაღალი ტემპერატურისგან დაცულ ადგილას.
Show More
More Info
224801
Brand
ფარმა ლაინი
Country
იტალია
Generic
Magnesium alginate+mucosave plus HC+calcium carbonate+potassium bicarbonate