Le dieci erbe #100

Le dieci erbe #100

იტალია

ესი
About Product
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
შემადგენელი კომპონენტები:
1 ტაბლეტი შეიცავს850 მგ:
კასკარა საგრადა (cascara sagrada ) ქერქის მიკრონიზირებული ფხვნილი 133,5 მგ.
სენას (Cassia angustifolia) ფოთლის მიკრონიზირებული ფხვნილი 25 მგ.
ალოეს (Aloe ferox) წვენის გამომშრალი მიკრონიზირებული ფხვნილი 100 მგ.
რევანდის (rhubarb,root) ფესვის მიკრონიზირებული ფხვნილი 16,65 მგ.
ბაბუაწვერას (Taraxacum officinale) ფესვის მიკრონიზირებული ფხვნილი 16,65 მგ.
დიდი კამას (ცერეცოს)(Foeniculum vulgare) ნაყოფის მიკრონიზირებული ფხვნილი 83,5 მგ.
ძირტკბილას (Glycyrrhiza glabra) ფესვის მიკრონიზირებული ფხვნილი 25 მგ.
ნაღველას (Gentiana lutea) ფესვის ფხვნილი 25 მგ.
პიტნის (Mentha piperita L.) ფოთლების ეთერზეთებს 0,8 გ.
ხეშავა Rhamnus alpines, 16,65 მგ
ფოლორცის ბალახის ყვავილი (horehound,top) 16,65
დამხმარე ნივთიერება:კალციუმის ფოსფატი,ჰიდროქსი პროპილეცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ანტი აგლომერანტები:მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი, შემომგარსველები: ჰიდროქსიპროპილმეტილცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა,სტეარინის მჟავა. ნატურალური საღებავები: დიოქსიდ ტიტანი,რიბოფლავინი,სპილენძის კომპლექსი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:მცენარეული, კომბინირებული საფაღართო საშუალება.

ჩვენებები:
- აქვს საფაღარათო ეფექტი , გამოიყენება მსხვილი ნაწლავის ტონუსის აღსადგენად, ხელს უწყობს საფაღარათო საშუალებების მიმართ შეჩვევის დაძლევას ხანდაზმულ ასაკში, აწესრიგებს კუჭის მოქმედებას ატონიური და სპასტიური შეკრულობისას, ბუასილის, სწორი ნაწლავის ნახეთქების დროს.

პრეპარატი განკუთვნილია:
-ყაბზობის ლიკვიდაციისთვის.
-მეტეორიზმის დროს
ღვიძლისა და ბილეარული სისტემის დისფუნქციის დროს
-რენტგენოლოგიურ გამოკვლევის წინ, მოსამზადებლ ეტაპზე.

დოზირების რეჟმი: მკურნალობა დაწყებული უნდა იქნეს იმ მინიმალური ეფექტური დოზით , რომელზეც ნორმალიზდება ნაწლავების ფუნქციონირება. რეკომენდებულია 1 დან 2 ტაბლეტამდე დღეში. უმჯობესია მიღებულ იქნეს საღამოთი,ძილის წინ

გვერდითი მოვლენები: ანტრაქინონები ნაწილობრივ გამოიყოფა შარდით, ხოლო მეძუძურებში - რძით და შეიძლება გამოვლინდეს მათი ფერის შეცვლა: მჟავე PH -ის დროს ყვითელი,ხოლო ტუტე PH -ის დროს მოწითალო. თუმც ამ სიმპტომს არ აქვს არსებითი კლინიკური მნიშვნელობა.

ჭარბი დოზირებისას აღინიშნება სპასტიური მუცლის ტკივილი, ხოლო ხანგრძლივი მიღების დროს წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის ცვლილება.

უკუჩვენება:

-მომეტებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ
-ნაწლავური გაუვალობა
-ჩაჭედილი თიაქარი
-მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე ანთება
-სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან
-მეტრორაგია
-სპასტიური გაუვალობა
-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა
-ასაკი 12 წლამდე
-ფეხმძიმობა
-ლაქტაცია
განსაკუთრებული მითითება: სიფრთხილით ინიშნება ნაღვლკენჭოვანი დაავადების დროს.
ნტრაგლიკოზიდები ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება ჩალაგდეს ნაწლავების მაკროფაგში და გამოიწვიოს კუნთოვანი შრის ატროფია და პერისტალტიკის მეორადი დარღვევის მიზეზი გახდეს. ამიტომ ამ ჯგუფის პრეპარატების ხანგრძლივად გამოყენება არაა რეკომენდებული.
თირკმლის თანმხლები დაავადების დროს შეიძლება გამოიწვიოს ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, რაც გათვალისწინებული უნდა იქნას პრეპარატის დანიშვნისას ხანდაზმულებში.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: შეიძლება შეასუსტოს პერორელურად მისაღები პრეპარატების შეწოვა და გააძლიეროს ელექტროლიტების დარღვევა იმ პრეპარატებთან კომბინაციაში მიღებისას , რომლებიც გავლენას ახდნე ელექტროლიტურ ცვლაზე.

დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბებისას, ( ძლიერი დიარეა წყალ-მარილოვანი დისბალანსით), პრეპარატი უნდა მოიხსნას და ჩატარდეს შეასაბამისი სიმპტომატური მკურნალოაბა.
Show More
More Info
Brand
ესი
Country
იტალია
Generic
cascara sagrada+cassia angustifolia+aloe+rhuborb+taraxacum officinalis+foeniculum vulgaris+glycyrrhiza glabra+genciana+lutea+mentha piperita+rhamnus alpines
Form
ტაბლეტი
Quantity
100
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page