ჩვენებები: - მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დეჰიდრატაცია (მათ შორის ნაბახუსევთან დაკავშირებული) - ჭარბი ოფლიანობა (სხეულის მაღალი ტემპერატურა, ფიზიკური აქტივობა, ვარჯიში) - მზის ჭარბი ინსოლაცია (რუჯი, სხეულის გადახურება, მზის დარტყმა) - ასთენია - ცხელებით მიმდინარე მდგომარეობები - დიარეა - ღებინება
უკუჩვენება: - მომატებული მგრძნობელობა ჰიდრო-ბალანსში შემავალი კომპონენტების მიმართ - ჰიპერგლიკემია და შაქრიანი დიაბეტი
სიფრთხილის ზომები: ჰიდრო-ბალანსი წარმოადგენს საკვებ დანამატს და არ გამოიყენება სრულფასოვანი კვებითი რაციონის ჩასანაცვლებლად.
მიღების წესი და დოზირება: მიიღება მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზემოთ. მაქსიმალური დღიური დოზაა 3 ტაბლეტი. 1 შუშხუნა ტაბლეტი იხსნება 200 მლ გრილ წყალში. სითხის მიღება უნდა მოხდეს გახსნისთანავე
გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.
ვარგისობა და შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ, სინათლის სხივებისგან დაცულ ადგილას, ორიგინალურ შეფუთვაში, 0-250ჩ ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისგან ხელმიუწვდომელ ადგილას.