ჩვენებები: - ჰეპატოპათიები (ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, ცხიმოვანი ჰეპატოზი, ღვიძლშიდა ქოლესტაზი) ენცეფალოპათია, - ნეიროპათია, მწვავე ინტოქსიკაცია (ფოსფოორგანული ნაერთები, ეთილის სპირტი) - მედიკამენტების ციტოტოქსიური მოქმედება (ციტოტოქსიური და ტუბერკულოზის საწინააღმდეგო - საშუალებები, ფსიქოტროპული საშუალებები, ნეიროლიტიკები, პარაცეტამოლი, სალიცილის მჟავა) - ცისპლატინით და მსგავსი პრეპარატებით გამოწვეული ნეიროტოქსიურობის პროფილაქტიკა
მიღების წესები და დოზები:
1-2 კაფსულა გლუტანორმიქსი ერთხელ დღეში დაავადების სიმძიმის მიხედვით; დღიური დოზა 1,5გ /მ2 (რაც შეესაბამება 2,5გ)- როგორც წესი რეკომენდებულია იმ პაციენტებისათვის, რომლებიც ქიმიოთერაპიას გადიან ცისპატინით ან მისი მონათესავე მედიკამენტებით. გლუტანორმქსი მიიღება ცისპლატინის ან მსგავსი პრეპარატების მიღებამდე 20–30 წუთით ადრე.
შენახვის პირობა:
ინახება მშრალ ადგილას, სადაც ტემპერატურა შენარჩუნებულია 15 C– დან 25 C– მდე.