Gastroprotect tab 10mg/165mg/800mg #24

Gastroprotect tab 10mg/165mg/800mg #24

ბულგარეთი

ადიფარმი
About Product
პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. აღნიშნული სამკურნალო საშუალება ყოველთვის მიიღება ინსტრუქციის, მკურნალი ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მითითების შესაბამისად. თუ პაციენტი უკეთ არ გრძნობს თავს, ან თუ 15 დღის შემდეგ თავს უარესად გრძნობს, უნდა გაესაუბროს მკურნალ ექიმს.

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებებია ფამოტიდინი 10მგ, მაგნიუმის ჰიდროქსიდი 165მგ, და კალციუმის კარბონატი 800მგ. სხვა ნივთიერებებია: დექსტრატესი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ნატრიუმის ციკლამატი, პიტნის არომატი, მაგნიუმის სტეარატი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი და სიმინდის სახამებელი.

ჩვენება: სამკურნალო პროდუქტი გასტროპროტექტი არის სამი აქტიური ნივთიერების ერთობლიობა: ფამოტიდინი, რომელიც გამოიყენება კუჭის მჟავის შესამცირებლად, და ორი ფართოდ გამოყენებული ანტაციდული აგენტი (კუჭის მჟავის შემამცირებელი)-კალციუმის კარბონატი და მაგნიუმის ჰიდროქსიდი. გასტროპროტექტი განკუთვნილია დისპესიის ან კუჭის ჰიპერმგრძნობელობის სიმპტომების შემსუბუქების მიზნით. კომბინირებული პროდუქტი გასტროპროტექტი მოქმედებს ორი გზით: კალციუმის კარბონატი და მაგნიუმის ჰიდროქსიდი მუშაობენ კუჭში უკვე წარმოქმნილი ჭარბი მჟავების სწრაფად განეიტრალების გზით, ხოლო ფამოტიდინი ასრულებს უფრო უწყვეტ ეფექტს 12 საათის განმავლობაში მჟავიანობის შემცირების გზით, კუჭის მჟავების სეკრეციის თავიდან ასაცილებლად. ამ ორი მოქმედების ოპტიმალური კომბინაცია ეფექტურად ინარჩუნებს კუჭში არსებულ ნორმალურ მჟავიანობას, რაც საშუალებას იძლევა რომ კუჭის გაღიზიანებული და ანთებითი ამომფენი გაჯანსაღდეს. გასტროპროტექტს იყენებენ საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის გაღიზიანებისა და ანთების მოკლევადიანი სიმპტომური მკურნალობისთვის და კუჭის ფუნქციური სეკრეტორული დარღვევების დროს: კუჭის დისკომფორტის შესამსუბუქებლად: კუჭის მჟავიანობა, წვის შეგრძნება, ტკივილი, სიმძიმე მუცელში, შებერილობა, გულისრევა და ა.შ. კუჭ-ნაწლავის მჟავების ჭარბი წარმოების შედეგად, მწვავე და ქრონიკული გასტრიტის შემთხვევაში, მჟავას რეფლუქსი, მათ შორის რეფლუქსი რომელიც გამოწვეულია არასწორი კვების შედეგად, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება და თამბაქოს მოწევა ან ზოგიერთი მედიკამენტი. კუჭის წვენის ჰიპერქლორჰიდია. დისპეფსია (არა წყლულოვანი დრეკომენდებული დოზა არის: 16 წელს ზემოთ მოზრდილებსა და ზრდასრულებში. სიმპტომების შესამსუბუქებლად საჭიროა ერთი სრული ტაბლეტის დაღეჭვა. დაუშვებელია მთლიანი საღეჭი ტაბლეტი სგადაყლაპვა. გულძარვის პრევენციისთვის უნდა დაღეჭონ ერთი ტაბლეტი 15-60 წუთით ადრე სანამ მიიღებენ საკვებს ან ნებისმიერ სითხეს წყლის გარდა რაც შესაძლოა იყოს დისპეფსიის გამომწვევი.
დაუშვებელია ორი საღეჭი ტაბლეტის, დღიური დოზის, გადაჭარბება. მკურნალობის ხანგრძლივობაა 2 კვირა; აღნიშნული სამკურნალო საშუალება არ მიიღება ორ კვირაზე მეტხანს.ისპეფსია), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გასათავისუფლებლად. უკუჩვენება: თუ პაციენტი არის ალერგიული ფამოტიდინის, მაგნიუმის ჰიდროქსიდის, კალციუმის კარბონატის ან ამ მედიკამენტში შემავალი ნებისმიერი ნივთიერების მიმართ. თუ არის ალერგიული მჟავას შემამცირებელი სხვა პრეპარატების მიმართ (მაგალითად, რანიტიდინი, ციმეტიდინი და ა.შ.); თუ აქვს თირკმელების უკმარისობა; 16 წლამდე ასაკის ბავშვებმა და მოზარდებმა არ უნდა მიიღონ გასტროპროტექტი; თუ არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში.ბავშვები და მოზარდები: 16 წლამდე ასაკის ბავშვებმა და მოზარდებმა არ უნდა მიიღონ გასტროპროტექტი.ორსულობა, ლაქტაცია და ნაყოფიერება: თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობს, რომ შეიძლება ორსულად იყოს, ან გეგმავს ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. მან უნდა გაითვალისწინოს მკურნალობის სარგებელი და რისკები გასტპროპროტექტთან კომბინაციაში.
ფამოტიდინი შეიძლება გადავიდეს დედის რძეში მცირე რაოდენობით. მაგნიუმის მარილები ასევე შეიძლება გადავიდეს დედის რძეში, რომელიც ახალშობილებში იწვევს დიარეას. ამ მიზეზის გამო, დედებისთვის რეკომენდებულია ლაქტაციის შეწყვეტა, როდესაც ისინი იყენებენ ამ მედიკამენტს.შენახვის წესი: ინახება არაუმეტეს 25C, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში. ეს სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
Show More
More Info
Brand
ადიფარმი
Country
ბულგარეთი
Generic
famotidine+calcium carbonate+magnesii hydroxidum
Dose
10მგ+165მგ+800მგ
Form
ტაბლეტი საღეჭი
Quantity
24
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page