შემადგენლობა : 1 კაფსულა შეიცავს 200 მგ მებევერინის ჰიდროქლორიდს . ფარმაკოლოგიური მოქმედება : პრეპარატი წარმოადგენს სპაზმოლიზურ საშუალებას , რომელიც კუჭ - ნაწლავის ტრაქტის გლუვ კუნთებზე ახდენს პირდაპირ ზემოქმედებას . იგი ნაწლავების ნორმალურ პერისტალტიკაზე ზემოქმედების გარეშე ხსნის სპაზმს . ჩვენება : მოზრდილებში პრეპარატი გამოიყენება მუცლის ღრუს სპაზმების სიმპტომატური მკურნალობისას , ასევე ნაწლავების ფუნქციის მხრივ დარღვევების და მსხვილი ნაწლავის გაღიზიანების სინდრომის სამკურნალოდ . პრეპარატი გამოიყენება კუჭ - ნაწლავის ტრაქტის მიდამოში მეორადი სპაზმების შესამცირებლად , რომელიც გამოწვეულია ორგანული დაავადებებით . უკუჩვენება : პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა . დოზირება : თითო ტაბლეტი 2- ჯერ დღეში დილა - საღამოს . შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე ბავსვებისათვის მიუწვდომელ ადგილას . აფთიაქიდან გაცემის რეჟიმი: გაიცემა რეცეპტით !