ჩვნებები: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, გასტრიტი, რომელსაც ახლავს ჩივილები დისპეფსიაზე, რომლის დროსაც რეკომენდებულია Helicobacter pylori ერადიკაცია.
უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ; თირკმელების გამოხატული დიფუნქცია; ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი; ბავშვთა ასაკი 6 წლამდე.
გამოყენების წესი და დოზები: მოზრდილებსა და 12 წელზე უფროს ბავშვებში პრეპარატი ინიშნება 1 კაფსულა 4-ჯერ დღეში 30 წუთით ადრე საკვების მიღებამდე და ღამე ან 2 კაფსულა 2-ჯერ დღეში 30 წუთით ადრე საკვების მიღებამდე. 6-დან 12 წლამდე ბავშვებში პრეპარატი ინიშნება გაანგარიშებით 8მგ-კგ-დღე. ბავშვის წონის მიხედვით ინიშნება 1-3 კაფსულა დღეში (შესაბამისად, 1-3 მიღებად დღეში). ამ დროს სადღეღამისო დოზა ძალიან ახლოს უნდა იყოს გაანგარიშების დოზასთან (8მგ-კგ-დღე). კაფსულები მიიღება 30 წუთით ადრე ჭამამდე მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა არის 4-8 კვირა. შემდეგი 8 კვირის განმავლობაში ვისმუტის შემცველი პრეპარატების მიღება არ შეიძლება. Helicobacter pylori ერადიკაციისთვის დე-ვისმუტის გამოყენება მიზანშეწონილია სხვა ანტიბაქტერიულ საშუალებებთან კომბინაციაში, რომლებსაც ანტიქელიკობაქტერიული აქტივობა გააჩნიათ.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.