Cytotec tab 200mg #60
Temporarily out of stock

Cytotec tab 200mg #60

დიდი ბრიტანეთი

პირამალი
About Product
საერთაშორისო დასახელება - misoprostol
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → წყლულის სამკურნალო საშუალებები → პროსტაგლანდინის სინთეზური ანალოგები

შემადგენლობა
თეთრი/მოთეთრო ფერის ჰექსაგონალური ტაბლეტი, ორივე მხარე ხორკლიანი, ერთ მხარეს გრავირება SEARLE 1461. ყოველი ტაბლეტი შეიცავს მიზოპროსტოლის 200 მიკროგრამს.

ჩვენებები
საიტოტეკი ნაჩვენებია დუოდენალური წყლულის და კუჭის წყლულის სამკურნალოდ, მათ შორის იმ წყლულების, რომლებიც გამოწვეულია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ართრიტის რისკის ქვეშ, სანამ გრძელდება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატებით მკურნალობა. გარდა ამისა ცაიტოტეკის გამოყენება შეიძლება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატებით გამოწვეული წყლულების პროფილაქტიკისთვის.

მიღების წესები და დოზები
მოზრდილები
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, კუჭის წყლულის და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით გამოწვეული პეპტიკური წლულის შეხორცება; 800 მკგ დღეში 2 ან 4 გაყოფილ დოზად საუზმის დროს ან/და ყოველი მთავარი კვების დროს და ძილის წინ. საწყისი მკურნალობა ინიშნება სულ მცირე 4 კვირის განმავლობაში, მაშინაც კი როცა სიმპტომური შვება მიიღწევა უფრო მალე. პაციენტების უმრავლესობაში წყლულები შეხორცდება 4 კვირაში მაგრამ მკურნალობა საჭიროების შემთხვევაში უნდა გაგრძელდეს 8 კვირამდე. თუ წყლული გამნეორდა საჭიროა მკურნალობის გაგრძელება. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით გამოწვეული პეპტიკური წყლულის პროფილაქტიკა – 200 მკგ დღეში ორჯერ, სამჯერ დღეში ან ოთხჯერ დღეში. საჭიროების შემთხევევაში მკურნალობა უნდა გაგრძელდეს. დოზირების შერჩევა ხდება ინდივიდუალურად თითოეული პაციენტის კლინიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.
ხანდაზმულები
შეიძლება ჩვეული დოზების გამოყენება
თირკმლის უკმარისობა
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში არსებული მონაცემების მიხედვით დოზის რაიმე სახით რეგულირება საჭირო არ არის.
ღვიძლისმიერი დარღვევები
ცაიტოტეკი მეტაბოლიზდება მთელი ორგანიზმის ორგანოებში წარმოდგენილი ცხიმოვანი მჟავების დამჟანგველი სისტემებით. ამის გამო ღვიძლის უკმარისობა სავარაუდოდ არ ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას მისი მეტაბოლიზმზე და პლაზურ დონეებზე.
ბავშვები
ცაიტოტეკის გამოყენება ჯერჯერობით არ არის შეფასებული პეპტიკური დაწყლულების და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით გამოწვეული პეპტიკური წყლულის მკურნალობაში.

უკუჩვენებები
ცაიტოტეკი უკუნაჩვენებია ორსულებში და იმ ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, იმდენად რამდენადაც ის ზრდის საშვილოსნოს ტონუსს და შეკუმშვას ორსულებში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჩასახვის პროდუქტების ნაწილობრივი ან სრული გამოდევნა. ის ასევე უკუნაჩვენებია პაციენტებში რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა პროსტაგლანდინების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
არ არის ცნობილი გამოიყოფა თუ არა ცაიტოტეკის აქტიური მეტაბოლიტი დედის რძეში. ამის გამო ცაიტოტეკის დანიშვნა არ არის რეკომენდირებული ძუძუთი კვების დროს.
Show More
More Info
Brand
პირამალი
Country
დიდი ბრიტანეთი
Generic
misioprostol
Dose
200მკგ
Form
ტაბლეტი
Quantity
60
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2025. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page