Cruzafen

Cruzafen

საბერძნეთი

რაფარმა
About Product
საერთაშორისო დასახელება - Ondansetronum
კრუზაფენი მიეკუთვნება ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს.
ფარმაცევტული სუბსტაციები ან მკურნალობის მეთოდები რიგ შემთხვევებში ახდენს
გულისრევის და ღებინების გამომწვევი ნივთიერების გამოყოფის სტიმულირებას.
კრუზაფენი ახდენს მსგავსი ნივთიერებების ბლოკირებას და ამგვარად, აქვს
გულისრევის და ღებინების საწინააღმდეგო მოქმედება.
მოზრდილები: კრუზაფენის საინექციო ხსნარი, ტაბლეტები ან პერორალური ხსნარი
გამოიყენება გულისრევისა და ღებინების სამკურნალოდ, რაც გამოწვეულია
ზოგიერთი სამედიცინო მკურნალობით, როგორიცაა სიმსივნის ქიმიოთერაპია ან
რადიოთერაპია. კრუზაფენის საინექციო ხსნარი, ტაბლეტები ან პერორალური
ხსნარი გამოიყენება ასევე ოპერაციის შემდეგ პაციენტებში გულისრევისა და
ღებინების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.
ბავშვები: კრუზაფენი გამოიყენება ≥6 თვის ასაკის ბავშვებში სიმსივნის
ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების სამკურნალოდ და
გულისრევისა და ოპერაციის შემდეგ ღებინების პრევენციისა და მკურნალობისთვის
≥1 თვის ასაკის ბავშვებში.
ქიმიოთერაპიით და რადიოთერაპიით გამოწვეული გულისრევა და ღებინება:
მოზრდილები: კრუზაფენის საინექციო დოზა უნდა იყოს მოქნილი დღეში 8-32 მგ
დიაპაზონში და შერჩეული, როგორც ნაჩვენებია ქვემოთ.
ზომიერადემეტოგენურიქიმიოთერაპიადარადიოთერაპია: პაციენტებში,
რომლებიც იღებენ ემეტოგენურ ქიმიოთერაპიას ან რადიოთერაპიას, კრუზაფენი
შეიძლება გამოყენებული იყოს პერორალურად (ტაბლეტები ან პერორალური
ხსნარი), ან ინტრავენური ან ინტრამუსკულარული შეყვანის გზით. პერორალური
მიღებისთვის გამოიყენება 8მგ მკურნალობამდე 1-2 საათით ადრე. პარენტერალურად
მიღებისას დოზა არის 8მგ ნელი ინტრავენური ან ინტრამუსკულური ინექციის
სახით, უშუალოდ მკურნალობის დაწყებამდე. პირველი 24 საათის შემდეგ,
დაგვიანებული ან გახანგრძლივებული ღებინებისგან თავიდან ასაცილებლად
კრუზაფენით პერორალური მკურნალობა უნდა გაგრძელდეს რეკომენდებული
დოზით 8 მგ დღეში ორჯერ, მკურნალობის კურსიდან 5 დღემდე.
ძლიერიემეტოგენურიქიმიოთერაპია: პაციენტებში, რომლებიც იღებენ ძლიერ
ემეტოგენურ ქიმიოთერაპიას, მაგ. ცისპლატინის მაღალი დოზით, კრუზაფენი
შეიძლება გამოყენებული იყოს პერორალურად ან ინტრავენურად ან
ინტრამუსკულურად. პერორალური მიღებისთვის რეკომენდებული დოზაა 24მგ,
12მგ დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატთან ერთად, ქიმიოთერაპიამდე ერთი ან
ორი საათით ადრე. რეკომენდებული დოზა ი.ვ./ი.მ. შეყვანისას არის 8მგ ნელი
ინტრავენური ან ინტრამუსკულარული ინექციით უშუალოდ ქიმიოთერაპიის წინ,
რასაც მოსდევს ორი შემდგომი ინტრავენური ან ინტრამუსკულარული დოზა 8მგ-ით
2-4 საათის ინტერვალით, ან მუდმივი ინფუზიით 1 მგ/სთ 24 საათამდე.
ალტერნატიულად, რეკომენდებული ი.ვ./ი.მ. დოზა არის 32მგ ერთჯერადი დოზა,
გაზავებული 50-100მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში ან სხვა თავსებად საინფუზიო
სითხეში და შეჰყავთ ქიმიოთერაპიის დაწყებამდე არანაკლებ 15 წუთის
განმავლობაში. დოზირების რეჟიმის შერჩევა უნდა მოხდეს ემეტოგენური
გამოწვევის სიმძიმის მიხედვით. კრუზაფენის ეფექტურობა ძლიერი ემეტოგენური
ქიმიოთერაპიისას შეიძლება გაიზარდოს ქიმიოთერაპიის დაწყებამდე 20 მგ
დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატის ვენაში შეყვანით. პირველი 24 საათის
შემდეგ დაგვიანებული ან გახანგრძლივებული ღებინებისგან დასაცავად,
კრუზაფენით პერორალური მკურნალობა უნდა გაგრძელდეს რეკომენდებული
დოზით 8 მგ დღეში ორჯერ, მკურნალობის კურსიდან 5 დღემდე.
Show More
More Info
Brand
რაფარმა
Country
საბერძნეთი
Generic
ondansetron
Dose
8მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
15
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page