Anaftin gel 12% 8.0 #1

Anaftin gel 12% 8.0 #1

გერმანია

ბერლინ-ჰემ მენარინი
About Product
შემადგენლობა: წყალი, პოლივინილპიროლიდონი (პვპ), მალტოდექსტრინი, პროპილენგლიკოლი, პოლიეთილენგლიკოლი 40 ჰიდროგენირებული აბუსალათინის ზეთი, ქსანტანის გომიზი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის ჰუალურონატი, არომატიზატორი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ეთილენდიამინტეტრაძმარმჟავას დინატრიუმი, ნატრიუმ-საქარინი, დიკალიუმის გლიცირიზატი, Aloe barbadensis.

ჩვენება: ანაფტინი გელი ხელს უწყობს ტკივილის შემსუბუქებას, რაც გამოწვეულია პირის ღრუში მცირე დაზიანებებით, მაგალითად აფტოზური სტომატიტის, აფტოზური წყლულების შედეგად, ასევე ბრეკეტებისა და ცუდად შერჩეული პროთეზების გამოყენებით მიღებული მცირე დაზიანებებით. ის, ასევე, ინიშნება დიფუზური აფტოზური წყლულების სამკურნალოდ.

უკუჩვენება: ანაფტინი გელი უკუნაჩვენებია ანამნეზში პრეპარატის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში.

გამოყენების წესი: წაისვით გელის 1-2 წვეთი პირში არსებული წყლულებზე ან ჭრილობებზე. არ შეეხოთ ჭრილობას აპლიკატორით. არ შეეხოთ ჭრილობას ენით სულ მცირე 2 წუთის განმავლობაში, დამცავი ფენის ფორმირებამდე. დაახურეთ თავსახური ყოველი გამოყენების შემდეგ. საუკეთესო შედეგის მისაღებად, არ მიიღოთ საკვები და სასმელი გელის წასმის შემდეგ სულ მცირე 1 საათის განმავლობაში.
გამოიყენეთ 3-4 ჯერ დღეში ან უფრო ხშირად, საჭიროების შემთხვევაში.

ორსულობა: ორსულობის შემთვვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები: აპლიკატორისა და გელის დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით ყოველი ტუბი ანაფტინი გელით გამოიყენება მხოლოდ ერთი პაციენტისთვის. პირის ღრუში წყლულების ხშირად განვითარების შემთხვევაში რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.

შენახვის წესი: პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ ან ტუბის დაზიანებისა თუ გაჟონვის შემთხვევაში. პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, ოთახის ტემპერატურაზე, გამაცხელებელი საშუალებების პირდაპირი ზემოქმედებისგან შორს. არ გაყინოთ.

მოცულობა: 8 მლ

მწარმოებელი: ალიანს ფარმა სრლ (Alliance Pharma Srl), იტალია
Show More
More Info
Brand
ბერლინ-ჰემ მენარინი
Country
გერმანია
Generic
hyaluronic acid+polivinilpyrolidon+aloe vera
Dose
12%
Form
გელი
Packing
ტუბი
Quantity
1
Volume
8მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page