Zovirax cream 5% 2g #1 /TR/
Zovirax cream 5% 2g #1 /TR/

Zovirax cream 5% 2g #1 /TR/

თურქეთი

ფარმაქტივ ილაჩ სანი
About Product
საერთაშორისო დასახელება - aciclovir
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ანტივირუსული საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
5% გარეგანი გამოყენების კრემი 2გ ტუბში

შემადგენლობა: (100გ-ში)
აქტიური ნივთიერება – აციკლოვირი 5გ
დამხმარე ნივთიერებები – პროპილენგლიკოლი, თეთრი რბილი პარაფინი, ცეტოსტეარილის სპირტი, თხევადი პარაფინი, პოლოქსამერი 407, ნატრიუმის ლაურილსულფატი, დიმეტიკონი, გლიცეროლ მონოსტერატი, მაკროგოლის სტეარატი, დასუფთავებული წყალი.

აღწერილობა:
ერთგვაროვანი კრემი თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის
წამლის ფორმა:
კრემი გარეგანი გამოყენებისათვის
ჩვენებები
კანის და ლორწოვანის ინფექცია, გამოწვეული Herpes simmplex 1 და 2 ტიპით, მათ შორის ტუჩის ჰერპესი.

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი უნდა დაიტანოთ 5-ჯერ დღეში (დაახლოებით ყოველ 4 საათში) თხელ ფენად დაზიანებულ და მის მოსაზღვრე უბანზე. მკურნალობის ხანგრძლივობა არუმცირეს 4 დღისა. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა შჰეიძლება გაგრძელდეს 10 დღემდე. სიმპტომების შენარჩუნების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
კრემი დაიტანება ან ბამბის ტამპონით ან სუფთა ხელით, ვინაიდან თავიდან ავიცილოთ დამატებითი ინფიცირებისგან დაზიანებული უბნები.

გვერდითი მოვლენები
ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა აღენიშნოს მცირე დროით შეწითლება, ქავილი, აქერცვლა, წვა ან ჩხვლეტის შეგრძნება პრეპარატის დატანების ადგილას. ძალიან იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა ალერგიული დერმატიტის განვითარება, ხშირათ დაკავშირებულს დამხმარე ნივთიერებებთან. აღწერილია ერთეული შემთხვევები კვინკეს შეშუპების, აციკლოვირის პრეპარატებით ადგილობრივი გამოყენებისას.

უკუჩვენება
აციკლოვირის და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა

ორსულობა და ლაქტაცია
ადექვატური და მკაცრად კონტროლირებული კლინიკური კვლევები ფეხმძიმობის პერიოდში პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არ ჩატარებულა. გამოყენება ნაჩვენებია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება ნაყოფის პოტენციურ რისკს.

განსაკუთრებული მითითებები
მაქსიმალური თერაპიული ეფექტის მისაღწევად აუცილებელია პრეპარატის გამოყენება დაავადების პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე (წვა, ქავილი, ჩხვლეტის და დაჭიმულობის შეგრძნება, შეწითლება)
ტუჩის ჰერპესის მკვეთრად გამოვლენისას რეკომენდაციისთვის მიმართეთ ექიმს. არ არის რეკომენდებული კრემის გამოყენება პირის ღრუსა და თვალის ლორწოვანზე, ვინაიდან შესაძლოა ადგილობრივი ანთების განვითარება.
გენიტალური ჰერპესის მკურნალობისას კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. რეკომედირებულია სქესობრივი კონტაქტისგან თავის შეკავება ან კონდომის გამოყენება, ვინაიდან აციკლოვირის გამოყენება არ იცავს პარტნიორს ვირუსის გადაცემისგან.
პაციენტებმა იმუნოდეფიციტური მდგომარეობით კონსულტაციისთვის უნდა მიმართონ ექიმს.
Show More
More Info
Brand
ფარმაქტივ ილაჩ სანი
Country
თურქეთი
Generic
acyclovir
Dose
5%
Form
კრემი
Packing
ტუბი
Quantity
1
Volume
2გრ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page