Zinci unguentum 10% 25g #1
Zinci unguentum 10% 25g #1

Zinci unguentum 10% 25g #1

Russia

იაროსლავის ფ.ქ.
About Product
შემადგენლობა: 25 გრ თუთიის ზეჟანგი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დერმატოპროტექტორული საშუალება.

ჩვენებები: საფენებისგან წარმოშობილი გამონაყრის მკურნალობა. პრეპარატი გამოიყენება ასევე როგორც პირველი დამხმარე საშუალება კანის მცირე დაზიანებების დროს, როგორიცაა მცირე ზომის დამწვრობა, ნაკაწრები და მზისგან მიღებული დამწვრობა.

დოზირება და მიღების წესი: ადგილობრივად. მკურნალობა საფენებისგან წარმოშობილი გამონაყრის შემთხვევაში ჩვილ ბავშვებში: გამოყენებამდე საჭიროა დაზიანებული მიდამო იყოს დაბანილი და მშრალი. შეწითლების პირველი ნიშნების გამოვლინებისთანავე ნაწოლების ან მცირე ზომის დამწვრობაზე პასტა დაიტანება 3-ჯერ ან მეტჯერ დღეში, აუცილებლობის შემთხვევაში, როგორც წესი ყოველი საფენის გამოცვლის შემდეგ. ჭრილობა, ნაკაწრი და მზისგან მიღებული დამწვრობა: დაიტანება თხელი ფენა, საჭიროების შემთხვევაში უნდა დაედოს მარლის ნახვევი.

გვერდითი მოვლენები: შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები: ქავილი, სიწითლე, გამონაყარი მალამოს დატანების ადგილას.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები: პასტა განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. დაუშვებელია თვალში მოხვედრა. თუ გამონაყარი არ გაქრა 48-72 საათის განმავლობაში, აუცილებელია მიემართოს ექიმს. პასტა არ გამოიყენება ინფექციით კანის დაზიანებულ უბანზე.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულებსა და მეძუძურებში გამოიყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

შენახვის პირობები: ინახება სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15-25C ტემპერატურის პირობებში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.
Show More
More Info
Brand
იაროსლავის ფ.ქ.
Country
Russia
Generic
zinc+bolum
Dose
10%
Form
მალამო
Packing
ქილა
Quantity
1
Volume
25გრ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page