Octenisept wound gel 20.0
Octenisept wound gel 20.0

Octenisept wound gel 20.0

გერმანია

შულკე
About Product
საერთაშორისო დასახელება - octenidine, phenoxyethanol
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალებები → ანტისეპტიკური საშუალებები გარეგანი გამოყენებისათვის

Octenisept® ჭრილობის გელი გამოიყენება კანის მწვავე დაზიანების, კანის მსუბუქი დაზიანების, კანის ნაკვეთი ჭრილობების და მსუბუქი დამწვრობების დროს (ასევე მზით გამოწვეული დამწვრობისას).
ოპტიმალური მკურნალობისათვის საჭიროა ჭრილობაზე საკმარისი რაოდენობის გელის დატანება, რადგან მხოლოდ განსაზღვრული ტენიანობის დროს ხორციელდება უჯრედების დაყოფა და მიგრაცია, რაც ამავდროულად იცავს ჭრილობას მეორედი ინფექციისაგან.

Octenisept® ჭრილობის გელის განსაკუთრებული ფორმულა ატენიანებს ჭრილობას და ქმნის ბაქტერიებისაგან დამცავ ფენას, რომელიც ხელს უშლის მიკრობების შეღწევას დაზიანების მიდამოში, ახდენს რა მათ ინაქტივაციას უშუალოდ გელის დამცავ ფენაში. ამგვარად, Octenisept® ჭრილობის გელი იცავს ჭრილობას მეორადი ინფიცირებისაგან და ანთებისაგან, რითაც ხელს უწყობს ბუნებრივი შეხორცებითი პროცესების აღდგენას და დაჩქარებას.

Octenisept® ჭრილობის გელი არის უფერო და არ იწვევს წვას გამოყენების დროს.
მიღების წესები და დოზები
საჭიროა ჭრილობის დეზინფექცია დაზიანებისთანავე Octenisept® ჭრილობის სადეზინფექციო საშუალებებით. ამის შემდგომ ჭრილობა უნდა დაიფაროს გელის თხელი ფენით. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ზემოდან დაეფინოს საფენიც.

Octenisept® ჭრილობის გელი უნდა დაიტანოთ ჭრილობაზე 1-2 ჯერ დღეში მის სრულ აღდგენამდე.
აუცილებელია ჰიგიენური ნორმების დაცვა გელის გამოყენების დროს. ტუბის თავი არ უნდა შეეხოს ჭრილობას ან მის ირგვლივ კანის ზედაპირს.

გვერდითი მოვლენები
Octenisept® ჭრილობის გელის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა.

განსაკუთრებული მითითებები
აუცილებელია სიფრთხილის დაცვა Octenisept® გელის გამოყენებისას იმ პირებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ, რადგან შესაძლებელია ალერგიული რეაქციის განვითარება.
არ შეიძლება Octenisept® ჭრილობის გელის გამოყენება სხვა ჭრილობის გამწმენდ საპნებთან, მალამოებთან, ზეთებთან, ფერმენტებთან ან სხვა მსგავს საშუალებებთან ერთად. არ შეიძლება მისი გამოყენება იოდის (PVP-Iodine) შემცველ საშუალებებთან ერთად.
Octenisept® ჭრილობის გელი განკუთვნილია კანის მწვავე ჭრილობების სამკურნალოდ და მხოლოდ გარეგანი მოხმარებისათვის. კანის ქრონიკული დაზიანებების დროს გამოიყენეთ სტერილური ჭრილობის გელი (Octenisept® ჭრილობის გელი).
გელის დატანება უნდა მოხდეს ფრთხილად, ქსოვილებზე ზედმეტი ზეწოლის გარეშე. არ შეიძლება მისი გამოყენება საინექციოდ და საინფუზიოდ, ასევე არ შეიძლება მისი გადაყლაპვა. გამოიყენეთ მხოლოდ ჰერმეტულად დახურული და დაუზიანებელი შეფუთვის მქონე ტუბი.
Show More
More Info
Brand
შულკე
Country
გერმანია
Generic
octenidine
Form
გელი
Packing
ტუბი
Quantity
1
Volume
20მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page