Neomistini sol 0.01% 100ml#1
Neomistini sol 0.01% 100ml#1

Neomistini sol 0.01% 100ml#1

საქართველო

ბიოტეკსი
About Product
დასახელება - ნეომისტინი 0.01%100მლ საწ.გამფ

ჩვენებები:

ქირურგია, ტრავმატოლოგია: დაჩირქებების და ჩირქოვანი ჭრილობების პროფილაქტიკა. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ჩირქოვან-ანთებითი პროცესების მკურნალობა.
მეანობა-გინეკოლოგია: მშობიარობის შემდგომი ტრავმების, შორისისა და საშოს დაჩირქებების, მშობიარობის შემდგომი ინფექციების, ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა (ვულვოვაგინიტი, ენდომეტრიტი).
კომბუსტოლოგია: II და III ხარისხის ზედაპირული და ღრმა დამწვრობის დროს, დამწვრობის ჭრილობების დერმატოპლასტიკისთვის მომზადება.

დერმატოლოგია, ვენეროლოგია: პიოდერმიის და დერმატომიკოზის, კანისა და ლორწოვანის კანდიდომიკოზის, ტერფის მიკოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა.
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ინდივიდუალური პროფილაქტიკა (სიფილისი, გონორეა, ქლამიდიოზი, ტრიქომონიაზი, გენიტალიური ჰერპესი, გენიტალიური კანდიდოზი და სხვა).
გამოყენების წესები და დოზირება:

პრეპარატი მზადაა გამოყენებისთვის.

100 მლ. ფლაკონი ღილაკიანი გასაფრქვევით (Microsprayer) და უროლოგიური საცმით. მოსახერხებელი და კომპაქტური, როგორც შინაური აფთიაქისთვის, ასევე სამოგზაუროდ.

ქირურგია, ტრავმატოლოგია, კომბუსტოლოგია: პროფილაქტიკური და სამკურნალო მიზნით პრეპარატს ასხურებენ ჭრილობის ან დამწვრობის ზედაპირს. ჭრილობებს და ფისტულებს ადებენ პრეპარატში დასველებულ მარლის ტამპონებს და აფიქსირებენ. პროცედურა ტარდება დღე-ღამეში 2-3-ჯერ 3-5 დღის განმავლობაში. მაღალეფექტურია ჭრილობების და ღრმულების აქტიური დრენირების მეთოდი დღე ღამეში 1 ლიტრამდე პრეპარატის გამოყენებით.

მეანობა, გინეკოლოგია:
მშობიარობის შემდგომი ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენება მშობიარობამდე საშოს სავლების სახით (5-7 დღე), მშობიარობისას საშოს ყოველი გამოკვლევის შემდეგ და მშობიარობის შემდგომ პერიოდში 50 მლ. პრეპარატით გაჟღენთილი ტამპონების სახით, 2 სთ ექსპოზიციით 5 დღის განმავლობაში.
უკუჩვენებები:

ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

გვერდითი მოვლენები:
ცალკეულ შემთხვევებში დატანის ადგილას შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი წვის შეგრძნება, რომელიც თავისთავად გაივლის 15-20 წამში და არ მოითხოვს პრეპარატის გამოყენების შეწყვეტას. ალერგიული რეაქციები.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:
ანტიბიოტიკებთან ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება მათი ბაქტერიების საწინააღმდეგო და სოკოს საწინააღმდეგო ზემოქმედების გაძლიერება.
Show More
More Info
Brand
ბიოტეკსი
Country
საქართველო
Generic
ammonium chloride monohydrate
Dose
0.01%
Form
ხსნარი ადგილობრივი გამოყენების
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
100მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page