About Product
შემადგენლობა: 1გ კრემი შეიცავს: აქტიური ნივთიერება: 1მგ მომეტაზონის ფუროატს; დამხმარე ნივთიერებები: ჰექსილენგლიკოლი, გამოხდილი წყალი, ფოსფორმჟავა, ჰიდროგენიზირებული ფოსფატიდილქოლინი, ტიტანის დიოქსიდი, ოქტენილსუქცინატის სახამებლის ალუმინის მარილი, თეთრი ცვილი, თეთრი ვაზელინი.
ჩვენებები.: ანთების და ქავილის სიმპტომების ადგილობრივი მკურნალობა კანის იმ დაავადებებისა, რომლებიც კორტიკოსტეროიდებით მკურნალობას ექვემდებარება, მათ შორის ფსორიაზის და ატოპიური დერმატიტის, დროს.
უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა; ისევე, როგორც სხვა გლუკოკორტიკოიდები, ელოკომი უკუნაჩვენებია პაციენტებში ვულგარული ფერიმჭამელებით, აკნეთი, როზაცეათი, პერიორალური დერმატიტით, პერიანალური და გენიტალური ქავილით, საფენებით გამოწვეული კანის გაღიზიანებით, კანის ბაქტერიული (მაგ. იმპეტიგო, პიოდერმია) ან ვირუსული ინფექციებით (უბრალო ჰერპესი, სარტყლისებური ლიქენი, ჩუტყვავილა, ვულგარული მეჭეჭები, მახვილკუთხოვანი კანდილომა, კონტაგიოზური მოლუსკი) ან სოკოვანი (მაგ. საფუარას მსგავსი სოკოებით და დერმატოფიტებით გამოწვეული) ეტიოლოგიით, პარაზიტული ინვაზიებით; ტუბერკულოზის, სიფილისის, და პოსტვაქცინალური რეაქციების მქონე პაციენტებში. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ჭრილობებზე, ნაჭდევებზე, კანის ატროფირებულ უბნებზე.
გამოყენების წესი და დოზები: ელოკომი დაიტანება კანის დაზიანებულ უბნებზე, დღეში 1-ხელ. მკურნალობის ხანგრძლიობა დაავადების სიმძიმის და მიმდინარეობის მიხედვით ინდივიდუალურად განისაზღვრება. სახეზე კორტიკოსტეროიდების ადგილობრივად გამოყენების ხანგრძლივობა ბავშვებსა და მოზრდილებში, არ უნდა აჭარბებდეს 5 დღეს. პრეპარატის უწყვეტად გამოყენების ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს 2-3 კვირას.
ბავშვები: 2 წლის ზევით ბავშვებში ელოკომი უნდა გამოიყენონ სიფრთხილით. 2 წლამდე ასაკის ბავშვების სამკურნალოდ პრეპარატის გამოყენების შესახებ არსებობს შეზღუდული მონაცემები. 2 წელზე უფროს ბავშვებში ელოკომის გამოყენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს.
ორსულობა და ლაქტაცია: ორსულებში ადგილობრივი გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენების უსაფრთხოება არ არის დამტკიცებული, ამის გამო, ამ ჯგუფის სამკურნალო პრეპარატების ორსულობის პერიოდში დანიშვნა მხოლოდ მაშინაა გამართლებული, როცა ქალისთვის პოტენციური სარგებელი ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს აღემატება. ორსულობის პერიოდში ამ ჯგუფის პრეპარატები არ უნდა გამოიყენებოდეს დიდი დოზებით ან ხანგრძლივად. ორსულებში ელოკომის დანიშვნისას გასათვალისწინებელია, გლუკოკორტიკოიდების პლაცენტაში შეღწევის და ნაყოფზე ზემოქმედების შესაძლებლობა. გაურკვეველია, კორტიკოსტეროიდების ადგილობრივმა გამოყენებამ შეიძლება თუ არა სისტემური აბსორბციის გზით მათი დედის რძეში გამოყოფა გამოიწვიოს. ლაქტაციის შეწყვეტის ან პრეპარატის მოხსნის გადაწყვეტილების მიღებისას საჭიროა დედისთვის პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის გათვალისწინება. თუ საჭირო ხდება პრეპარატის ხანგრძლივად და კანის ფართო უბანზე გამოყენება, აუცილებელია ლაქტაციის შეწყვეტა.
შენახვის პირობები და ვადა: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე. შენახვის ვადა–2 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის რბილი კონსისტენციის ერთგვაროვანი კრემი, უცხო ჩანართების გარეშე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
Show More