Eleneon plus cream 0.05% 20.0 #1
Eleneon plus cream 0.05% 20.0 #1

Eleneon plus cream 0.05% 20.0 #1

ინდოეთი

ელეგანტ ინტერნეიშენალი
-10% Extra With VISA Card
About Product
შემადგენლობა: თითო გრამი ელენეონ პლუსის კრემი შეიცავს 0.05% ტრეტინოინს USP კრემის ფუძის სახით.

ჩვენებები: აკნეს ადგილობრივი მკურნალობა, კანის გათეთრება ან გაახალგაზრდავება.

დოზირება და მიღების წესი: დაუშვებელია მკურნალობის თვითნებურად დაწყება. დაიტანება დღეში ერთხელ, ძილის წინ. ექიმის მიერ პაციენტს შესაძლოა ერჩიოს მისი გამოყენება ყოველ მეორე ღამეს, განსაკუთრებით კი მგრძნობიარე კანის შემთხვევაში. პირველ რიგში უნდა მოხდეს სახის ჩამობანა რბილი საპნითა და მისი ნაზად გამშრალება. 20-30 წუთის შემდეგ უნდა მოხდეს ნახევარი ინჩის ან ნაკლები ოდენობის კრემის დატანება. მნიშვნელოვანია, რომ კანი იყოს სრულიად მშრალი. კრემი თითქმის წასმისთანაბე შეიწოვება და ხდება უხილავი. თუ რჩება კრემი, ნიშნავს რომ მისი რაოდენობა ზედმეტია. ელენეონ პლუსის კრემი დაიტანება დაზიანებულ ადგილას შუბლზე, ნიკაპზე და ორივე ლოყაზე. შემდეგ ნაწილდება დაზიანებულ არეებში. არ არის სასურველი პრეპარატის იმაზე მეტი რაოდენობითა და სიხშირით გამოყენება, რაც რეკომენდებულია ექიმის მიერ.

გვერდითი მოვლენები: კანის გაღიზიანება, სიმშრალე, წვა, სიწითლე, ზედმეტად აქერცვლა. აღნიშნული მოვლენების განვითარების შემთხვევაში უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება და მიემართოს ექიმს.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა ტრეტინოინის ან კრემის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. არ გამოიყენება ქარით ან მზით დაზიანებულ კანზე ან ღია ჭრილობაზე, ასევე თვალების ან ტუჩების მიმდებარედ ან ცხვირის ღრუში. თუ პაციენტს როდისმე ჰქონდა კანის ზედა ფენაზე სიმსივნე ან მსგავსი წინასწარგანწყობა არსებობს ოჯახში. პაციენტი იყენებდა კანის ასაქერცლ საშუალებებს.

განსაკუთრებული მითითებები: ელენეონ პლუსი არის სახის გამათეთრებელი და კანის გამაახალგაზრდავებელი კრემი, რომელიც აუმჯობესებს კანის შესახედაობას, ფერს, ამცირებს ხაზებს, ნაოჭებს, ხორკლებს. გამოიყენება აკნეს სამკურნალოდ, ამცირებს მუწუკების რაოდენობას და სიმწვავეს და ხელს უწყობს მათ სწრაფ შეხორცებას. კანის მდგომარეობა უმჯობესდება გამოყენებიდან 6-8 კვირაში. პაციენტმა თავიდან უნდა აიცილოს კანის ხშირი დაბანა და გაწმენდა დაზიანებულ ადგილებში. მკურნალობის პერიოდში უნდა შეიზღუდოს ხელოვნური სხივები, სოლარიუმი, ულტრაიისფერი და მზის სხივების ზემოქმედება. თუ პაციენტს უწევს მზის ქვეშ ყოფნა უნდა გამოიყენოს მზისგან დამცავი კრემი, რომლის მზისგან დამცავი ფაქტორი იქნება 15 და მეტი, ატაროს დამცავი ტანსაცმელი და ფართო ფარფლებიანი ქუდი. მზით დამწვრობის შემთხვევაში უნდა შეწყდეს ტრეტინოინის კრემის მიღება სანამ კანი არ შეხორცდება და არ დაუბრუნდება ჩვეულ მდგომარეობას. ცივმა ამინდმა და ქარმა შესაძლოა გააღიზიანოს ელენეონ პლუსის კრემით დამკურნალები კანი.

ორსულობა და ლაქტაცია: არ გამოიყენება თუ პაციენტი ორსულია, ეჭვია ორსულობაზე, ან დედა მეძუძურია.

გარეგნული სახე და შეფუთვა: 20 გრ კრემი ლამინირებულ ტუბში ჩანართ ფურცელთან ერთად მოთავსებულია კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ უნდა მოხდეს პრეპარატის გაყინვა. ტუბი ინახება კარგად დახურულ მდგომმარეობაში.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: ელეგანტ ინტერნაციონალ, გუკარათი, ინდოეთი.
Show More
More Info
Brand
ელეგანტ ინტერნეიშენალი
Country
ინდოეთი
Generic
tretinoin
Dose
0.05%
Form
კრემი
Quantity
1
Volume
20გრ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page