Codermo ointment 0.1% 30.0 #1
Codermo ointment 0.1% 30.0 #1

Codermo ointment 0.1% 30.0 #1

თურქეთი

სანტა ფარმა ილაჩი
About Product
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
კორტიკოსტეროიდი ადგილობრივი გამოყენებისთვის

შემადგენლობა:
კრემი 0.1%: ტუბში 30 გ
1გ - მომეტაზონის ფუროატი 1 მგ
პრეპარატი საღებავი ნივთიერების სახით შეიცავს ტიტანის დიოქსიდს.
მალამო 0.1%:: ტუბში 30 გ
1 გ - მომეტაზონის ფუროატი 1 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
მომეტაზონის ფუროატი წარმოადგენს კორტიკოსტეროიდს, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო, ვაზოკონსტრიქტორული და ფსორიაზის საწინააღმდეგო თვისებები აქვს.
კორტიკოსტეროიდები თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მიერ გამოყოფილი სტეროიდული ჰორმონები და მათი სინთეზური ანალოგებია. ფარმაკოლოგიური დოზებით, ისინი გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო და იმუნოსუპრესიული ეფექტების გამო. მათი ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო და ვაზოკონსტრიქტორული თვისებების გამო, ადგილობრივად გამოყენებული კორტიკოსტეროიდები ეფექტურია კორტიკოსტეროიდების მიმართ მგრძნობიარე დერმატოზების დროს.ჩვენებები:
- ეგზემა;
- ფსორიაზი;
- ატოპიური დერმატიტი;
- სებორეული დერმატიტი;
- კონტაქტური დერმატიტი;
- მარტივი ქრონიკული ლიქენი;
- წითელი ბრტყელი ლიქენი;
- ქავილით მიმდინარე დერმატოზები;
- მწერის ნაკბენი;
- დამწვრობა.

დოზირება:
განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
კანის დაზიანებულ უბნებზე უნდა წაესვას ამეტაზონის თხელი აპკი, დღეში ერთხელ.
მედიკამენთან ერთად არ უნდა გამოიყენოთ ოკლუზიური სახვევები, თუ ამას ექიმი არ გეტყვით. იგი არ უნდა წაესვას საფენის უბნებზე, თუ ბავშვს ჯერ კიდევ საფენები ან პლასტიკური მასალის ტრუსები სჭირდება, ვინაიდან ისინი ოკლუზიურ სახვევებს წარმოადგენენ.

გვერდითი მოვლენები
ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ გვერდითი ეფექტები არ აქვს, თუ ოკლუზიური სახვევი არ გამოიყენება. თუმცა სხვა ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების მსგავსად, ხანგრძლივად დიდი რაოდენობით ან დიდ ფართობზე გამოყენებას შედეგად შეიძლება გვერდითი ეფექტების განვითარებისთვის საკმარისი აბსორბცია მოჰყვეს. კორტიკოსტეროიდების ადგილობრივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს წვის შეგრძნება, გაღიზიანება, სიმშრალე, კანის ატროფია, სტრიები და ნაოფლი გამოყენების უბანზე.

უკუჩვენებები:
უკუნაჩვენებია პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერსენსიტიურობის ისტორიის მქონე პაციენტებში.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის კატეგორია C
ორსულებში ადგილობრივად გამოყენებული კორტიკოსტეროიდების ტერატოგენული ეფექტების შესახებ ადექვატური და მკაცრად კონტროლირებული კვლევები არ არსებობს. ამიტომ, ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენება ორსულობის პერიოდში მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ პოტენციური სარგებელი ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს ამართლებს.
უცნობია კორტიკოსტეროიდების ადგილობრივი გამოყენების შემდეგ სისტემური შეწოვა საკმარისია თუ არა იმისთვის, რომ დედის რძეში განსაზღვრადი რაოდენობა აღმოჩნდეს. ვინაიდან ბევრი წამალი გამოიყოფა დედის რძეში, მეძუძურ დედებში გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო.შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 30ძC ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
Brand
სანტა ფარმა ილაჩი
Country
თურქეთი
Generic
mometasone furoat
Dose
0.1%
Form
მალამო
Quantity
1
Volume
30გრ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page