ფარმაკოლოგიური თვისება: სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.
ჩვენება: დერმატოფიტებით, საფუარით, ობით, მრგვალი ჭიებით გამოწვეული ინფექციების, ათლეტის ფეხის, კანისა და კანის ნაკეცების სოკოვანი დაავადების, ფრჩხილის სოკოვანი დაავადების, სოკოვანი გამონაყარი), საზარდულის ნაკეცების ანთების და ხახუნით გამოწვეული კანის ანთების დროს. მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.
უკუჩვენება: კლოტრიმაზოლი არ გამოიყენება კლოტრიმაზოლის ან ცეტოსტეარილის სპირტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.
სიფრთხილის მიზნით, იგი არ გამოიყენება ორსულობის ადრეულ პერიოდში.
დოზირება და მიღების წესი: თუ არ არის ექიმის განსხვავებული მითითება, მალამო თხელ ფენად ედება დაზიანებულ ადგილას დღეში 2-3-ჯერ და შეიზილება.
გვერდითი მოვლენები : შესაძლებელია გამოვლინდეს კანის რეაქციები, მაგალითად წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან : კლოტრიმაზოლი ამცირებს ამფოტერიცინის და სხვა პოლიენის ანტიბიოტიკების (ნისტატინი, ნატამიცინი) ეფექტურობას.