Vamloset tab 5mg+160mg #30

Vamloset tab 5mg+160mg #30

სლოვენია

კრკა
About Product
შემადგენლობა: თითოეული ტაბლეტი აქტიური ნივთიერებების სახით შეიცავს 5 მგ ამლოდიპინს და 160 მგ ვალსარტანს;

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კალციუმის არხის ბლოკატორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები.

ჩვენებები: არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა მოზრდილებში, რომლებშიც არტერიული წნევის გაკონტროლება ვერ ხერხდება მხოლოდ ამლოდიპინით ან ვალსარტანით.

დოზირება და მიღების წესი: მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს დღეში. უმჯობესია მედიკამენტის მიღება ერთსა და იმავე დროს; ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს ჭიქა წყალთან ერთად; ამლოდიპინი-ვალსარტანის მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე საკვების გარეშე.

დაუშვებელია ამლოდიპინი-ვალსარტანის მიღება გრეიფრუტთან ან გრეიფრუტის წვენთან ერთად.
მკურნალობის პასუხის მიხედვით შეიძლება საჭირო გახდეს დოზის მომატება ან შემცირება. დაუშვებელია დანიშნული დოზის გადაჭარბება. ხანდაზმულებში სიფრთხილეა საჭირო დოზის მომატებისას.
უკუჩვენებები: დაუშვებელია ამლოდიპინი-ვალსარტანის მიღება თუ პაციენტი ალერგიულია ამლოდიპინის ან სხვა კალციუმის არხის ბლოკატორების მიმართ. თუ პაციენტი ალერგიულია ვალსარტანის ან მედიკამენტის შემადგენელი სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ან სანაღვლე გზების პრობლემები, როგორიცაა ციროზი ან ქოლესტაზი; თუ პაციენტი 3 თვეზე მეტი ხნის ორსულია; თუ პაციენტს აქვს დაბალი არტერიული წნევა; თუ პაციენტს აორტის სარქვლის შევიწროება აქვს ან აღენიშნება კარდიოგენური შოკი; თუ პაციენტს აღენიშნება გულის უკმარისობა მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ; თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი ან თირკმელების ფუნქციის დაქვეითება და მკურნალობს არტერიული წნევის დამაქვეითებელი მედიკამენტით, რომელიც შეიცავს ალისკირენს.
ორსულობა და ლაქტაცია: უკუნაჩვენებია ორსულებში. არ არის რეკომენდირებული მეძუძურებში.
შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. დაუშვებელია ამლოდიპინი-ვალსარტანის გამოყენება შეფუთვაზე არსებული დაზიანების ნიშნების შემჩნევისას.
Show More
More Info
Brand
კრკა
Country
სლოვენია
Generic
amlodipine+valsartan
Dose
5მგ+160მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page