About Product
საერთაშორისო დასახელება - spironolactone
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → დიურეზული საშუალებები და პრეპარატები დიურეზული ეფექტით → კალიუმის დამზოგავი დიურეზული საშულებები
წამლის ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები.
აღწერილობა:
სპილაქტონი 25 მგ: მრგვალი ორმხრივამოზნექილი ღია ყვითელიდან ყვითელ ფერამდე გარსით დაფარული ტაბლეტები, გამყოფი ნაჭდევით ცალ მხარეს.
სპილაქტონი 50 მგ: მრგვალი ორმხრივამოზნექილი ღია ნარინჯისფერიდან ნარინჯისფერამდე გარსით დაფარული ტაბლეტები, გამყოფი ნაჭდევით ცალ მხარეს.
შემადგენლობა
სპილაქტონი 25მგ
შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: სპირონოლაქტონი 25 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, პოვიდონი К30, კალციუმის ჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: ოპადრი II ყვითელი 85F220095 (პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, ტალკი, რკინის ოქსიდი ყვითელი, ტარტრაზინი ალუმინის ლაქი, სანსეტ ყვითელი FCF ალუმინის ლაქი).
სპილაქტონი 50 მგ
შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: სპირონოლაქტონი 50 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, პოვიდონი К30, კალციუმის ჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: ოპადრი II ყვითელი 85F230047 (პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, ტალკი, რკინის ოქსიდი ყვითელი, რკინის ოქსიდი წითელი).
გამოყენების ჩვენებები
- პირველადი ალდოსტერონიზმი: მკურნალობის ხანმოკლე, წინასაოპერაციო კურსისთვის; ხანგრძლივი გამოყენებისთვის არაოპერაბელურობის ან ავადმყოფის მიერ ოპერაციაზე უარის თქმის შემთხვევაში;
- შეშუპებითი სინდრომი, გამოწვეული გულის ქრონიკული უკმარისობით (გამოიყენება როგორც მონოთერაპია, ასევე კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
- ღვიძლის ციროზი, რომელსაც ახლავს ასციტი და/ან შეშუპება;
- ნეფროზული სინდრომი ძირითადი დაავადების მკურნალობის, დიურეტიკების გამოყენების და საკვებში მარილის მოხმარების შეზღუდვის არაეფექტურობის შემთხვევაში;
- ესენციური ჰიპერტენზია (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
- ჰიპოკალიემია, როდესაც არ შეიძლება სხვა მკურნალობის გამოყენება;
- პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის დიაგნოზის დადგენა.
გამოყენების წესი და დოზირება
სპილაქტონი მიიღება შიგნით. პრეპარატის დოზა დგინდება ინდივიდუალურად წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევების ხარისხის და ავადმყოფის ჰორმონული სტატუსის გათვალისწინებით. შესაძლებელია სპილაქტონის სადღეღამისო დოზის მიღება როგორც ერთ მიღებაზე, ასევე მისი გაყოფა რამდენიმე მიღებაზე.
პირველადი ალდოსტერონიზმი: დიაგნოზის დასმის შემდეგ 100-400 მგ/დღე-ღამეში საოპერაციო ჩარევისთვის მოსაზმადებლად.
არაოპერაბელურობის შემთხვევაში შეიძლება ხანგრძლივი მკურნალობის ჩატარება ინდივიდუალურად შერჩეული უმცირესი ქმედითი დოზით. ასეთ შემთხვევებში ყოველ 14 დღეში საწყისი დოზა ექვემდებარება შემცირებას მანამდე, სანამ არ იქნება მიღწეული უმცირესი ქმედითი დოზა. ხანგრძლივი მკურნალობისას მიზანშეწონილია პრეპარატის კომბინირება სხვა დიურეტიკებთან გვერდითი რეაქციების თავიდან ასაცილებლად.
შეშუპებითი სინდრომი (გულის უკმარისობა, ღვიძლის ციროზი, ნეფროზული სინდრომი): ჩვეულებრივი საწყისი დოზა მოზრდილებისთვის შეადგენს 100 მგ/დღე-ღამეში (25-200 მგ/დღე-ღამეში), გადანაწილებული 2 მიღებაზე. უფრო მაღალი დოზების დანიშვნისას მიზანშეწონილია კომბინაცია დიურეტიკებთან, რომლებიც მოქმედებენ თირკმლის მილაკების პროქსიმალურ ნაწილებზე, ამასთან სპილაქტონის დოზა რჩება უცვლელი.
ბავშვებში ნიშნავენ 3 მგ/კგ სხეულის წონაზე გაანგარიშებით, ერთჯერადად ან 2 მიღებაზე გადანაწილებით.
ესენციური ჰიპერტენზია: ინიშნება კომბინაციაში სხვა დიურეტიკებთან, ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 50-100 მგ/დღე-ღამეში და ნაწილდება 2 მიღებაზე. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს არანაკლებ 2 კვირისა, რადგანაც მაქსიმალური ჰიპოტენზიური ეფექტი აღინიშნება ამ ვადის ამოწურვისას.
ჰიპოკალიემია: 25-100 მგ/დღე-ღამეში, თუ კალიუმის შევსების პერორალური გზა ან კალიუმის შემნახველი სხვა ხერხი არ არის საკმარისად ეფექტური.
Show More
More Info
117090
Brand
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.