About Product
როვეზიქსი, 10 მგ + 10 მგ
თითოეული კაფსულა შეიცავს 10 მგ როზუვასტატინს (როზუვასტატინის კალციუმის სახით) და 10 მგ ეზეტიმიბს.
გამოყენება:
როვეზიქსი შეიცავს ორ სხვადასხვა აქტიურ ნივთიერებას ერთ კაფსულაში. ერთ-ერთი აქ-ტიური ნივთიერებაა როზუვასტატინი, რომელიც მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს ე.წ. სტატინებს, ხოლო მეორე აქტიური ნივთიერებაა ეზეტიმიბი.
როვეზიქსი არის მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება საერთო ქოლესტერინის, “ცუდი” ქოლესტერინის (LDL (დსლ) ქოლესტერინი) და ცხიმოვანი ნივთიერებების, ე.წ. ტრიგლიცერ-იდების, დონის დასაქვეითებლად სისხლში. ის ასევე ზრდის “კარგი” ქოლესტერინის (HDL (მსლ) ქოლესტერინი) დონეს სისხლში. ეს მედიკამენტი ქოლესტერინის დონეს აქვეითებს ორი გზით: ის ამცირებს ქოლესტერინის დონეს, რომელიც შეიწოვება კუწ-ნაწლავის ტრაქტში, ასევე – ქოლესტერინის დონეს, რომელსაც გამოიმუშავებს ორგანიზმი.
ადამიანების უმეტესობა ვერ გრძნობს მაღალი ქოლესტერინის დონეს, რადგან ის არ იწვევს რაიმე სიმპტომს. თუმცა, თუ არ მოხდება მისი მკურნალობა, ცხიმოვანი დეპოზიტები შეიძლება დაგროვდეს სისხლძარღვების კედლებზე და გამოიწვიოს მათი შევიწროება.
ხანდახან შეიძლება მოხდეს შევიწროებული სისხლძარღვის დახშობა, რაც იწვევს გულის ან თავის ტვინის სისხლმომარაგების შეწყვეტას და შედეგად - მიოკარდიუმის ინფარქტს ან ინსულტს. ქოლესტერინის დონის დაქვეითებით მცირდება მიოკარდიუმის ინფარქტის, ინ-სულტის ან მათთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების განვითარების რისკი.
როვეზიქსი ინიშნება იმ პაციენტებში, რომლებშიც ქოლესტერინის დონე ვერ კონტროლდება მხოლოდ ქოლესტერინის დონის დამწევი დიეტით. ამ მედიკამენტით მკურნალობის განმავ-ლობაში უნდა გაგრძელდეს ქოლესტერინის დონის დამწევი დიეტის დაცვა. მკურნალმა ექიმმა როვეზიქსი შეიძლება დანიშნოს, თუ პაციენტი უკვე იღებს როზუვასტატინს და ეზეტიმიბს იმავე დოზებით.
როვეზიქსი გამოიყენება, თუ პაციენტს აღენიშნება:
•ქოლესტერინის მაღალი დონე სისხლში (პირველადი ჰიპერქოლესტერინემია);
•გულის დაავადებები, როვეზიქსი ამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის რისკს, გულის სისხლით მომარაგების გასაუმჯობესებლად ქირურგიული ჩარევის ან მკერდის არეში ტკივილის გამო ჰოსპიტალიზაციის რისკს.
როვეზიქსი არ უწყობს ხელს გახდომას.
მიღების წესი:
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის მითითე-ბების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
როვეზიქსით მკურნალობის დროს უნდა გაგრძელდეს ქოლესტერინის დონის დამწევი დი-ეტის დაცვა და ფიზიკური დატვირთვა.
მოზრდილებში რეკომენდებული დღიური დოზაა მითითებული დოზის ერთი ტაბლეტი.
როვეზიქსი მიიღება ერთხელ დღეში.
მედიკამენტი მიიღება დღის ნებისმიერ დროს, კვებისაგან დამოუკიდებლად. თითოეული ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, ჭიქა წყლის მიყოლებით. მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს.
როვეზიქსი არ არის განკუთვნილი საწყისი მკურნალობისათვის. მკურნალობის დაწყება, დოზის კორექცია აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მოხდეს ცალკეული აქტიური ნივთიერებების მიღებით და შესაბამისი დოზების განსაზღვრის შემდეგ განხილულ უნდა იქნას როვეზიქსზე გადასვლა შესაბამისი დოზირებით.
შენახვის წესი:
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
207590
Brand
ატლანტიკ ფარმა პროდუქტ
Generic
rosuvastatin+ezetimibe