Phlebodia tab 600mg #60

Phlebodia tab 600mg #60

საფრანგეთი

ინოტექ ინტერნასიონალი
About Product
საერთაშორისო დასახელება - DIOSMIN
მოქმედი ნივთიერება: დიოსმინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ვენების მატონიზირებელი და ანგიოპროტექტორული საშუალება ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
1 ტაბ. დიოსმინი ............... 600 მგ

ჩვენებები:
ქვედა კიდურების ქრონიკული ვენურ-ლიმფური უკმარისობა, მათ შორის გართულებულ სტადიაში (აუმჯობესებს ქსოვილების კვებას, ხსნის ტკივილს, სიმძიმის შეგრძნებას, დიმსკომფორტს, შეშუპებასა და სხვა ფუნქციონალურ სიმპტომებს);
ფუნქციური გენეზის ლიმფური დინების დარღვევა;
კაპილარების მომატებული განვლადობა;
ბუასილის გამწვავების პროფილაქტიკა და სიმპტომური მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება:
ლიმფო-ვენური უკმარისობის დროს: 1 ტაბლეტი დღეში, დილით, საუზმემდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის ხანგრძლივობა არანაკლებ 30 დღისა, რეკომენდებულია წელიწადში 2-3 მკურნალობის კურსის ჩატარება.
მწვავე ბუასილის დროს: 3 ტაბლეტი 3 დღის განმავლობაში და შემდეგ - 2 ტაბლეტი დღეში 4 დღის განმავლობაში ჭამის დროს.

გვერდითი მოვლენები:
იშვიათ შემთხვევებში დისპეფსიური მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:
დღემდე პრაქტიკაში არ არის აღნიშნული პრეპარატის არც ერთი უარყოფითი გავლენა ორსულობის მიმდინარეობაზე და ნაყოფის განვითარებაზე, ვინაიდან იგი არ ხასიათდება ტოქსიკურობით და არ აღწევს პლაცენტურ ბარიერში. ორსულობის პერიოდში პრეპარატი უნდა დაინიშნოს ექიმს მეთვალყურეობის ქვეშ.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობისას, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს, რადგან არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, გადადის თუ არა დიოსმინი დედის რძეში.

განსაკუთრებული მითითებები:
არსებობს მონაცემები პრეპარატის ეფექტურობაზე სისხლდენების პროფილაქტიკისათვის, რომელიც ვითარდება საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენებისას, აგრეთვე ფლებექტომიის შემდგომ.
Show More
More Info
Brand
ინოტექ ინტერნასიონალი
Country
საფრანგეთი
Generic
diosmin
Dose
600მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
60
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page